იოანეს პირველი წერილი
1 გაუწყებთ მის შესახებ, ვინც დასაბამიდან იყო, ვის შესახებაც მოგვისმენია, ვინც საკუთარი თვალით გვინახავს, ვისაც დავკვირვებივართ და ვისაც შევხებივართ, ანუ სიცოცხლის სიტყვის შესახებ+ 2 (მარადიული სიცოცხლის შესახებ გაგვიცხადდა; ჩვენ ვიხილეთ ეს სიცოცხლე, ვმოწმობთ მასზე+ და გაუწყებთ კიდეც მარადიული სიცოცხლის შესახებ,+ რომელიც მამასთან იყო და რომლის შესახებაც ჩვენ გაგვიცხადდა), 3 მის შესახებ, ვინც ვიხილეთ და ვის შესახებაც მოვისმინეთ,+ რათა თქვენც გქონდეთ ერთობა ჩვენთან. ეს ერთობა გვაქვს მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.+ 4 ამას იმიტომ გწერთ, რომ სიხარული არ მოგვაკლდეს.
5 აი ცნობა, რომელიც მისგან მოვისმინეთ და რომელსაც გიცხადებთ: ღმერთი სინათლეა+ და არავითარი სიბნელე არ არის მასში. 6 თუ ვამბობთ, რომ მასთან ერთობა გვაქვს, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, ვცრუობთ და ჭეშმარიტების თანახმად არ ვცხოვრობთ.+ 7 მაგრამ, თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ისაა სინათლეში, ურთიერთშორის ერთობა გვაქვს და მისი ძის, იესოს, სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს.+
8 თუ ვამბობთ, რომ ცოდვილები არა ვართ, თავს ვიტყუებთ+ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. 9 მაგრამ, თუ ცოდვებს ვაღიარებთ, ის გვაპატიებს და განგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან, რადგან ერთგული და მართალია.+ 10 თუ ვამბობთ, რომ ცოდვილები არა ვართ, ის ცრუდ გამოგვყავს და მისი სიტყვა ფეხს ვერ იკიდებს ჩვენში.