ქებათა ქება
6 „სად წავიდა შენი სატრფო,
ქალთა შორის ულამაზესო?
სად გადაუხვია შენმა სატრფომ?
შენთან ერთად მოვძებნით მას“.
2 „ჩემი სატრფო თავის ბაღში წავიდა,
იქ, სადაც სურნელოვანი მცენარეებია დარგული,
რომ დამწყემსოს ფარა ბაღნარში
და დაკრიფოს შროშნები.+
შროშნებს შორის მწყემსავს ფარას იგი“.+
4 «თირცასავით+ ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო,+
იერუსალიმივით მშვენიერი+
და დროშასთან შეკრებილი ჯარივით გასაოცარი!+
შენი თმა თხის ფარას ჰგავს,
გალაადის ფერდობებიდან რომ ეშვება.+
6 კბილები ცხვრებს,
დაბანილ ცხვრებს მიგიგავს,
თითოეული ტყუპს რომ იგებს
და არცერთი ნაშიერი რომ არ ეკარგება.
7 პირბადის მიღმა შენი ღაწვები
ბროწეულის ნახლეჩებსა ჰგავს.
9 ერთადერთია ჩემი მტრედი,+ ჩემი უმანკო,
დედისთვისაც ერთადერთი,
მშობლისთვის საყვარელი შვილი.
უყურებენ მას ასულები და ამბობენ, ბედნიერიაო;
დედოფლები და ხარჭები უყურებენ მას და აქებენ:
და დროშასთან შეკრებილი ჯარივით გასაოცარი?!“»+
11 „კაკლის ბაღისკენ გავემართე,+
რომ მენახა, აყვავდა თუ არა ხევში ხეები,
გამოიტანა თუ არა ვაზმა ყლორტები,
აყვავილდა თუ არა ბროწეული.
12 ვერც კი შევნიშნე,
ისე მიმიყვანა ჩემმა სულმა
დიდებულთა ეტლებთან“.
13 „დაბრუნდი, დაბრუნდი, შულამელო!
დაბრუნდი, დაბრუნდი,
რომ გიცქიროთ!“
„რისთვის უნდა უცქიროთ შულამელს?“+
„შულამელი მახანაიმის ცეკვას ჰგავს!“