მატიანე — წიგნი მეორე
22 იერუსალიმის მკვიდრებმა იეჰორამის შემდეგ მისი უმცროსი ვაჟი ახაზია გაამეფეს, რადგანაც უფროსები მოთარეშე რაზმმა დახოცა, არაბებთან ერთად რომ შეიჭრნენ მათ ბანაკში.+ ასე გახდა იეჰორამის ვაჟი ახაზია იუდას მეფე.+ 2 იგი 22 წლისა გამეფდა და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ათალია,+ ომრის შვილიშვილი.+
3 ისიც ახაბის სახლეულობასავით იქცეოდა,+ რადგან დედამისი აქეზებდა ბოროტების კეთებისკენ. 4 ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში ახაბის სახლეულობის მსგავსად, რადგან, მისდა საუბედუროდ, მამის სიკვდილის შემდეგ სწორედ ახაბის სახლეულობა გახდა მისი მრჩეველი. 5 მათი რჩევისამებრ იგი ისრაელის მეფე იეჰორამს, ახაბის ძეს, გაჰყვა სირიის მეფე ხაზაელთან+ საომრად გალაადის რამოთში,+ სადაც იეჰორამი მშვილდოსნებმა დაჭრეს. 6 დაბრუნდა ის იზრეელში+ იმ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან+ ბრძოლის დროს რომ მიაყენეს რამაში.
მივიდა იუდას მეფე ახაზია*, იეჰორამის+ ძე, ახაბის ძე იეჰორამის+ სანახავად იზრეელში, რადგან დაჭრილი იყო იგი.+ 7 ღვთის ნება იყო, რომ იეჰორამთან მისული ახაზია დაღუპულიყო; ის იეჰორამთან ერთად წავიდა ნიმშის შვილიშვილ იეჰუსთან+ შესახვედრად, რომელიც ახაბის სახლეულობის მოსასპობად სცხო იეჰოვამ.+ 8 როცა იეჰუმ ახაბის სახლეულობაზე მსჯავრის აღსრულება დაიწყო, მოძებნა იუდას მთავრები და ახაზიას ძმისშვილები, ახაზიას მსახურები, და დახოცა ისინი.+ 9 შემდეგ ახაზიას დაუწყო ძებნა; სამარიაში მიაგნეს მას იეჰუს კაცებმა და შეიპყრეს იგი. მიჰგვარეს იგი იეჰუს და მოკლეს. დამარხეს ის,+ რადგან თქვეს, შვილიშვილია იეჰოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ემსახურებოდაო იეჰოვას.+ ახაზიას სახლეულობიდან არავის შეეძლო სამეფოს მართვა.
10 დაინახა ათალიამ,+ ახაზიას დედამ, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ამიტომ გაანადგურა იუდას სამეფო შთამომავლობა.+ 11 მაგრამ მეფის ასულმა იეჰოშაბათმა ახაზიას ვაჟი იეჰოაში+ გამოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს და ძიძასთან ერთად საძინებელ ოთახში დამალა. იეჰოშაბათი, მეფე იეჰორამის+ ასული (მღვდელ იეჰოიადას+ ცოლი და ახაზიას და), უმალავდა მას ათალიას და ამიტომ ვერ მოკლა მან ის.+ 12 ექვსი წელი მალავდნენ მას ღვთის ტაძარში, სანამ ათალია განაგებდა ქვეყანას.