იესო ნავეს ძე
13 მოხუცდა იესო ნავეს ძე და მოახლოვდა მისი აღსასრული.+ იეჰოვამ უთხრა მას: „მოხუცდი, მიწის დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ დასაპყრობია. 2 აი დარჩენილი მიწები:+ ფილისტიმელთა და გეშურელთა+ მხარეები 3 (მიწა ნილოსის შენაკადიდან, ეგვიპტის აღმოსავლეთით რომ არის, ეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, ქანაანელებისა იყო),+ მათ შორის ფილისტიმელთა ხუთი მთავრის+ ქალაქები — ღაზა, აშდოდი,+ აშკელონი,+ გათი+ და ეკრონი,+ აგრეთვე ავიმთა+ მიწა სამხრეთით, 4 ქანაანელთა მთელი მიწა, სიდონელთა+ მეარა და მიწა აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე, 5 გებალელთა+ მიწა და მთელი ლიბანი აღმოსავლეთით, ხერმონის მთის ძირას მდებარე ბაალ-გადიდან ლებო-ხამათამდე,+ 6 მთიანი მხარე ლიბანიდან+ მისრეფოთ-მაიმამდე+ და სიდონელთა+ მთელი მიწა. მე განვდევნი ამ ხალხს ამ მიწიდან ისრაელების თვალწინ,+ შენ კი გაუნაწილე ის ისრაელს სამკვიდროდ, როგორც გიბრძანე.+ 7 გაუნაწილე ეს მიწა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ტომის ნახევარს“.+
8 მენაშეს ტომის მეორე ნახევარმა, რეუბენელებმა და გადელებმა იორდანის აღმოსავლეთით მიიღეს მოსესგან სამკვიდრო. აი სამკვიდრო, რომელიც მათ იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა:+ 9 მიწა, რომელიც იწყებოდა არნონის ხევის+ პირას მდებარე აროერიდან,+ ხევის შუაწელზე მდებარე ქალაქი და მედების მთელი ზეგანი დიბონამდე, 10 ამორეველთა მეფე სიხონის ყველა ქალაქი (სიხონი ხეშბონში მეფობდა) ამონელთა საზღვრამდე,+ 11 აგრეთვე გალაადი, გეშურელთა და მააქათელთა+ მიწა, ხერმონის მთა და მთელი ბაშანი+ სალქამდე,+ 12 ოგის მთელი სამეფო ბაშანში, რომელიც აშთაროთსა და ედრეიში მეფობდა (რეფაიმთაგან ერთ-ერთი უკანასკნელი).+ დაამარცხა მოსემ და განდევნა ისინი,+ 13 თუმცა არ განუდევნიათ ისრაელებს+ გეშურელები და მააქათელები; გეშურისა და მააქათის მკვიდრნი დღემდე ისრაელებს შორის ცხოვრობენ.
14 მას მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრო.+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავია მათი მემკვიდრეობა,+ როგორც დაჰპირდა კიდეც.+
15 რეუბენის ტომს საგვარეულოების მიხედვით მოსემ სამკვიდროდ მისცა 16 მიწა, რომელიც იწყებოდა არნონის ხევის პირას მდებარე აროერიდან, ქალაქი ხევის შუაწელზე, მედების მთელი ზეგანი, 17 ხეშბონი ზეგანზე მდებარე თავისი ქალაქებით,+ დიბონი, ბამოთ-ბაალი, ბეთ-ბაალ-მეონი,+ 18 იაჰაცი,+ კედემოთი,+ მეფაათი,+ 19 კირიათაიმი, სიბმა+ და ცერეთ-შახარი, ველის მახლობლად მთაზე რომ არის, 20 ბეთ-ფეორი, ფისგის+ კალთები, ბეთ-იეშიმოთი,+ 21 ზეგანზე მდებარე ყველა ქალაქი და ამორეველთა მეფე სიხონის სამეფო, ხეშბონში+ რომ მეფობდა. მოსემ დაამარცხა სიხონი+ და იმ მიწაზე მცხოვრები მიდიანელი თავკაცები — ევი, რეკემი, ცური, ხური და რება,+ რომლებიც სიხონს ემორჩილებოდნენ. 22 ბეორის ვაჟი, მკითხავი+ ბალაამი,+ ერთ-ერთი იყო, ვინც ისრაელებმა მახვილით მოკლეს. 23 რეუბენელთა საზღვარი იორდანეზე გადიოდა; ეს მიწა იყო რეუბენელთა სამკვიდრო მათი შტოების მიხედვით, ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
24 მოსემ გადის ტომსაც შტოების მიხედვით დაუნაწილა სამკვიდრო. 25 მათი იყო იაზერი,+ გალაადის ყველა ქალაქი, ამონელთა+ მიწის ნახევარი რაბის+ წინ მდებარე აროერამდე; 26 ხეშბონიდან+ რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან+ დებირის საზღვრამდე; 27 ველზე მდებარე ბეთ-ჰარამი, ბეთ-ნიმრა,+ სუქოთი,+ ცაფონი და ხეშბონის+ მეფე სიხონის სამეფოს დარჩენილი ნაწილი, საზღვარი კი იორდანეზე გადიოდა ქინერეთის ზღვის+ კიდიდან მოყოლებული იორდანის აღმოსავლეთით. 28 ეს იყო გადელების სამკვიდრო მათი შტოების მიხედვით, ქალაქები მიმდებარე დასახლებებით.
29 მოსემ მენაშეს ტომის ნახევარსაც მისცა სამკვიდრო შტოების მიხედვით.+ 30 მათი იყო მახანაიმიდან+ მოყოლებული მთელი ბაშანი, ბაშანის მეფე ოგის სამეფო, იაირის+ კარვების სოფლები, ბაშანში რომ მდებარეობს, სულ 60 ქალაქი. 31 გალაადის ნახევარი, აშთაროთი და ედრეი,+ ბაშანში ოგის სამეფოს ქალაქები მენაშეს ძის, მაქირის,+ ვაჟების ნახევარს მიეცათ შტოების მიხედვით.
32 ეს მიწები გადასცა მოსემ მათ სამკვიდროდ, როცა მოაბის ხრიოკ ველზე, იორდანის გაღმა, იერიხონის აღმოსავლეთით იყვნენ.+
33 არ მიუცია მოსეს სამკვიდრო ლევის ტომისთვის.+ ისრაელის ღმერთი იეჰოვაა მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც.+