იერემია
30 ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 2 «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ჩაწერე წიგნში ყველაფერი, რასაც გეუბნები. 3 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ტყვეობიდან დავიხსნი ჩემს ხალხს, ისრაელსა და იუდას,+ და დავაბრუნებ იმ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი; ისინი კვლავ დაიმკვიდრებენ მას“, — ამბობს იეჰოვა».+
4 აი, რა უთხრა იეჰოვამ ისრაელსა და იუდას,
5 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„გავიგონეთ თავზარდაცემულთა შეძახილი,
შიში მეფობს, არ არის მშვიდობა.
6 აბა იკითხეთ, თუ შობს მამაკაცი.
მაშ, რატომ უდევს ყოველ ვაჟკაცს მუცელზე ხელი
მშობიარე ქალივით?!+
რატომ აქვს ყველას სახე გაფითრებული?!
არცერთ დღეს არ ჰგავს!
გასაჭირი დაუდგა იაკობს,
მაგრამ მე დავიხსნი მას.
8 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — კისრიდან მოგხსნი უღელს და დავამტვრევ, დავწყვეტ აპეურებს და ვეღარ დაგიმონებენ უცხოტომელნი. 9 ჩემი ხალხი დაემორჩილება თავის ღმერთს, იეჰოვას, და თავის მეფეს, დავითს, რომელსაც მოვუვლენ.+
შორეთიდან დაგიხსნი,
ტყვეობის ქვეყნიდან დავიხსნი შენს შთამომავლებს.+
დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს და უშფოთველად იქნება,
ვერავინ შეაშინებს მათ.+
11 შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ დაგიხსნა;
სამართლიანად დაგსჯი,
დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+
12 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„უკურნებელია შენი მოტეხილობა;+
არ იკურნება შენი ჭრილობა.
13 არავინ გესარჩლება,
უკურნებელია შენი წყლული,
ვერ განიკურნები.
14 დაგივიწყეს ვნებიანმა საყვარლებმა,+
აღარ გეძებენ.
ისე დაგკარი, როგორც მტერმა;
15 რატომ კვნესი შენი მოტეხილობის გამო?
არ დაგიამდება ტკივილი!
შენი მძიმე დანაშაულისა და მრავალი ცოდვის გამო+
დაგმართე ეს.
გაქურდავენ შენს გამქურდავთ
და გაძარცვავენ შენს გამძარცველთ.+
ამბობდნენ, სიონს მომკითხველი არავინ ჰყავსო“.+
18 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ვკრებ დატყვევებულთ იაკობის კარვებიდან,+
შევიწყალებ მის კარვებს.
აღდგება ქალაქი თავის გორაზე+
და წამოიმართება გამაგრებული კოშკი თავის ადგილზე.
19 მათი სამადლობელი სიმღერისა და სიცილის ხმა გაისმება.+
პასუხს ვაგებინებ ყველა მის მჩაგვრელს.+
21 მის ხალხს შორის გამოჩნდება მისი მთავარი
და მისი ხალხიდან გამოვა მისი მმართველი.
მოვუშვებ ჩემთან და ისიც მომიახლოვდება,
თორემ ისე ვინ გაბედავს ჩემთან მოახლოებას?! —
ამბობს იეჰოვა. —
22 თქვენ ჩემი ხალხი იქნებით,+ მე კი თქვენი ღმერთი ვიქნები“.+
უკანასკნელ დღეებში გაიგებთ ამას.+