ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი*.
58 როგორ ილაპარაკებთ სიმართლეს, როცა დუმხართ?!+
შეგიძლიათ სამართლიანად განსაჯოთ, ადამიანთა ძეებო?+
3 ბოროტები დაბადებიდან გზასაცდენილები არიან,
უკუღმართად იქცევიან და ცრუობენ ამქვეყნად მოვლენის დღიდან.
4 მათი შხამი გველის შხამივითაა,+
ყრუები არიან კობრასავით, რომელიც სმენას იხშობს.
5 ის არ ისმენს მომნუსხველთა ხმას,
თვით დახელოვნებული მომნუსხველისას.
6 ღმერთო, კბილები ჩაულეწე მათ,
იეჰოვა, ყბები ჩაუმტვრიე ლომებს.
7 წყალივით დაიწრიტონ და გაქრნენ.
მშვილდი მოზიდოს ღმერთმა და ისრებით განგმიროს ისინი.
8 დაე ლოკოკინას დაემსგავსონ, რომელიც ცოცვისას დნება,
მკვდრადშობილ ჩვილს, მზის შუქს რომ ვერ იხილავს.
9 სანამ თქვენი ქოთნები ცეცხლმოკიდებული მაყვლის ბუჩქის მხურვალებას შეიგრძნობს,
ის ქარიშხალივით წახვეტს მის ნედლსა თუ ალმოდებულ ტოტებს.+
11 იტყვის ხალხი: „არ დარჩება მართალი ჯილდოს გარეშე;+
ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი!“+