იობი
28 «არსებობს საბადო ვერცხლისა
და საბადო ოქროსი, რომელიც იწმინდება.+
2 რკინას მიწაში მოიპოვებენ
და სპილენძს ქვებიდან ადნობენ.+
4 თხრის მაღაროს ადამიანთა სამკვიდროდან შორს,
მივიწყებულ ადგილას, იქიდან შორს, სადაც ხალხი მიმოდის.
თოკზე დაკიდებულნი ჩადიან და სიღრმეში ქანაობენ.
5 საკვები მიწაზე აღმოცენდება,
მაგრამ მიწას შიგნიდან თითქოს ცეცხლი არყევსო.
6 იქ ქვებში საფირონია
და მტვერში — ოქრო.
7 არცერთმა მტაცებელმა ფრინველმა არ იცის
იქამდე მისასვლელი გზა,
არც შავ ძერას მოუკრავს მისთვის თვალი.
8 ის მხეცებს არ გაუტკეპნიათ;
იმ გზაზე ლომს არ გაუვლია.
9 კაცი ამტვრევს სალ კლდეებს
და თავდაყირა აყენებს მთებს.
11 მდინარეებს სათავეშივე ხერგავს
და დამალული სინათლეზე გამოაქვს.
14 ღრმა წყალი ამბობს, არ არის ის ჩემშიო,
და ზღვაც ამბობს, არ არის ის ჩემთანო.+
22 განადგურება და სიკვდილი ამბობენ,
მასზე მხოლოდ ყურმოკვრით გვსმენიაო.
23 ღმერთმა იცის, თუ სად იპოვება ის,
მხოლოდ მან იცის, სად მკვიდრობს იგი,+
24 რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებს
და ყველაფერს ხედავს ცისქვეშეთში.+
და მგრგვინავ ღრუბელს გზა დაუდგინა,+
27 მაშინ იხილა სიბრძნე თავის ნამოქმედარში და ახსნა;
მან მისცა დასაბამი სიბრძნეს და გამოსცადა კიდეც.
28 შემდეგ ადამიანს უთხრა: