იობი
2 „განა ეგ სიტყვები უპასუხოდ დარჩება?!
განა ბევრი ლაპარაკი გაამართლებს კაცს?!
3 გგონია, გააჩუმებ კაცს შენი ფუჭსიტყვაობით?!
გგონია, არავინ გაგკიცხავს აგდებული ლაპარაკის გამო?!+
6 მაშინ გაგიმხელდა საიდუმლოებს, რაც დაგაბრძენებდა,
რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე.
მაშინ გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა ზოგი შენი დანაშაული.
7 განა ჩასწვდები ღვთის სიბრძნის სიღრმეს?!
განა ჩასწვდები ყოვლისშემძლის სიდიადეს?!
8 ცაზე მაღალია. რას გახდები?!
სამარეზე* ღრმაა. რას გაიგებ?!
9 დედამიწაზე დიდი
და ზღვაზე ვრცელია.
10 თუ ჩაივლის, ვინმეს დააკავებს და სასამართლოს მოიწვევს,
ვინ შეეწინააღმდეგება?!
11 კარგად იცის, როდის ცრუობს ადამიანი.
განა თვალს დახუჭავს ბოროტებაზე?!
12 ვიდრე უჭკუო კაცი განისწავლება,
ვირი ადამიანს გააჩენს.
13 ნეტავ გულს განაწყობდე
და ღვთისკენ აღაპყრობდე ხელს!
14 თუ ბოროტებას სჩადიხარ, ნუღარ ჩაიდენ,
და შენს კარავში უმართლობას ნუ დაამკვიდრებ.
15 მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,
განმტკიცდები და არაფრის შეგეშინდება.
16 დაივიწყებ შენს უბედურებას
და ის შენთვის ჩავლილი წყალივით იქნება.
17 შენი სიცოცხლე შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება;
მისი სიბნელეც კი დილასავით იქნება.
18 გულდაჯერებული იქნები, რადგან იმედი გექნება.
მიმოიხედავ და მშვიდად დაიძინებ.
19 დაიძინებ და არავის შიში არ გექნება;
ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს.