იესო ნავეს ძე
8 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები!+ ადექი, წაიყვანე ყველა მებრძოლი და ადი აიში. ხელში ჩაგიგდე აის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი მიწა.+ 2 აისა და მის მეფესაც იგივე დამართე, რაც იერიხონსა და მის მეფეს,+ ოღონდ ამჯერად შეგიძლიათ, წამოიღოთ ნადავლი და წამოასხათ პირუტყვი. ქალაქის უკან ჩასაფრდით“.
3 გაემართნენ იესო ნავეს ძე და მებრძოლები აიზე გასალაშქრებლად. გამოარჩია იესო ნავეს ძემ 30 000 კაცი, ძლიერი მეომრები, და ღამით გაგზავნა. 4 უბრძანა მათ: „ქალაქის უკან მოაწყვეთ საფარი, ოღონდ ძალიან ნუ დაშორდებით ქალაქს და ყველანი მზად იყავით, 5 მე და ჩემი ხალხი კი მივუახლოვდებით ქალაქს. როცა უწინდებურად გამოვლენ ჩვენ წინააღმდეგ,+ უკან დავიხევთ, 6 დაგვედევნებიან და ქალაქიდან გამოვიტყუებთ, იტყვიან, მაშინდელივით გაგვირბიანო,+ ჩვენ კი უკან-უკან დავიხევთ. 7 მაშინ გამოდით თქვენი საფრიდან და აიღეთ ქალაქი! თქვენი ღმერთი იეჰოვა ხელში ჩაგიგდებთ მას! 8 როგორც კი ხელში ჩაიგდებთ ქალაქს, გადაწვით!+ იეჰოვას სიტყვისამებრ იმოქმედეთ! ისმინეთ ჩემი ბრძანება!“
9 გაგზავნა ისინი იესო ნავეს ძემ. მივიდნენ იმ ადგილას, სადაც უნდა ჩასაფრებულიყვნენ, ბეთელსა და აის შორის, აის დასავლეთით. თავად იესო ნავეს ძემ ხალხთან გაათია ის ღამე.
10 ადგა იესო ნავეს ძე დილაადრიან, შეკრიბა ჯარი და ისრაელის უხუცესებთან ერთად აისკენ წაუძღვა მას. 11 იესოსთან მყოფი მებრძოლები+ წინიდან მიადგნენ ქალაქს და აის ჩრდილოეთით დაბანაკდნენ; მათსა და აის შორის ველი იყო. 12 იესო ნავეს ძეს 5 000 კაცი ბეთელსა+ და აის შორის ჩაესაფრებინა,+ ქალაქის დასავლეთით. 13 მთავარი ბანაკი ქალაქის ჩრდილოეთით+ იყო, ჩასაფრებულები კი დასავლეთით+ იყვნენ. გავიდა იმ ღამით იესო ნავეს ძე შუა ველზე.
14 როგორც კი დაინახა ეს აის მეფემ, დილაადრიან საჩქაროდ გავიდა ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად ისრაელებთან საბრძოლველად იმ ადგილზე, რომელიც ხრიოკ ველს გადაჰყურებდა. მაგრამ არ იცოდა, რომ ქალაქის უკან ხალხი იყო ჩასაფრებული. 15 როცა შეუტიეს აიელებმა, იესო ნავეს ძე და ისრაელები უდაბნოს გზით გაიქცნენ.+ 16 მაშინ შეიკრიბნენ ქალაქში მყოფნი, რომ დასდევნებოდნენ მათ; დაედევნენ იესო ნავეს ძეს და დაშორდნენ ქალაქს. 17 კაცი არ დარჩენილა აისა და ბეთელში, ისრაელს რომ არ დასდევნებოდა; ღია დატოვეს ქალაქის კარიბჭე და დაედევნენ ისრაელს.
18 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „გაიწოდე აისკენ შუბი, ხელში რომ გიჭირავს,+ რადგან ხელში ჩაგიგდებ მას!“+ იესო ნავეს ძემაც გაიწოდა ქალაქისკენ შუბი, ხელში რომ ეჭირა. 19 როგორც კი იესო ნავეს ძემ ხელი გაიწოდა, წამოიშალნენ ჩასაფრებულები და შეცვივდნენ ქალაქში, აიღეს ის და მაშინვე ცეცხლს მისცეს.+
20 მობრუნდნენ აიელები და დაინახეს, რომ ცას სწვდებოდა ქალაქიდან ავარდნილი კვამლი და გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. უდაბნოსკენ გაქცეულებიც შემოუბრუნდნენ მდევრებს. 21 როცა დაინახეს იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებს ქალაქი აეღოთ და ქალაქს კვამლი ასდიოდა, შემოუბრუნდნენ და შემოუტიეს აიელებს. 22 ქალაქის ამღებნიც გამოვიდნენ აიელების წინააღმდეგ და აიელები ორივე მხრიდან ისრაელთა ალყაში აღმოჩნდნენ. მუსრი გაავლეს მათ; არავინ გადარჩენილა და არავინ გაქცეულა.+ 23 ცოცხლად შეიპყრეს აის მეფე+ და იესო ნავეს ძეს მიჰგვარეს.
24 ისრაელებმა აიელები გაჟლიტეს ველზე, უდაბნოში, სადაც მანამდე ისინი მოსდევდნენ მათ, და მახვილით ხოცეს, სანამ ბოლომდე არ გაწყვიტეს. შემდეგ დაბრუნდნენ ისრაელები აიში და მახვილით განგმირეს ქალაქში დარჩენილები. 25 დაეცა იმ დღეს 12 000 ქალი და კაცი, აის ყველა მკვიდრი. 26 არ დაუშვია იესო ნავეს ძეს გაწვდილი ხელი, რომელშიც შუბი ეჭირა,+ სანამ აის მთელი მოსახლეობა არ გაანადგურა.+ 27 წამოასხეს ისრაელებმა პირუტყვი და წამოიღეს ნადავლი იმ ქალაქიდან, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები იესო ნავეს ძისთვის.+
28 გადაწვა იესო ნავეს ძემ აი, სამარადისო ნანგრევების გროვად აქცია+ და დღემდე ასეა. 29 აის მეფის ცხედარი საღამომდე ძელზე* ჩამოკიდა; მზის ჩასვლისას კი იესო ნავეს ძემ ბრძანება გასცა, რომ ჩამოეხსნათ ძელიდან ცხედარი.+ დააგდეს ის ქალაქის კარიბჭესთან, აღმართეს მასზე ქვების დიდი გორა და დღემდე ასეა.
30 მაშინ სამსხვერპლო აუგო იესო ნავეს ძემ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ებალის მთაზე,+ 31 როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს, ჰქონდა ნაბრძანები ისრაელებისთვის და როგორც მოსეს კანონის წიგნში+ ეწერა: „მთლიანი ქვებით აგებული სამსხვერპლო, რომელსაც რკინის იარაღი არ გაჰკარებია“.+ შესწირეს ზედ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი იეჰოვას.+
32 მაშინ გადაწერა იქ მან ქვებზე მოსეს კანონი,+ რომელიც მოსეს ისრაელების თვალწინ ჰქონდა დაწერილი.+ 33 მთელი ისრაელი, მათი უხუცესები, მთავრები და მსაჯულები კიდობნის ორივე მხარეს იდგნენ ლევიანი მღვდლების წინ, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ. ისრაელების და მათ შორის მცხოვრები უცხოელების+ ერთი ნახევარი გერიზიმის მთის წინ იდგა, მეორე ნახევარი კი — ებალის მთის+ წინ (როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს, ჰქონდა ნაბრძანები),+ რათა კურთხეულიყო ისრაელი ერი. 34 ხმამაღლა წაიკითხა მან კანონის ყველა სიტყვა,+ კურთხევა+ და წყევლა,+ რაც კანონის წიგნში იყო ჩაწერილი; 35 მოსეს ნაბრძანები არცერთი სიტყვა არ დაუტოვებია იესო ნავეს ძეს წაუკითხავი მთელი ისრაელისთვის,+ ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მათ შორის მცხოვრები+ უცხოელებისთვის.+