იესო ნავეს ძე
17 შემდეგ მიწა წილისყრით+ მენაშეს+ ტომს ხვდა, რადგან იგი იოსების პირმშო+ იყო. მაქირი,+ მენაშეს პირმშო, გალაადის მამა, მებრძოლი კაცი იყო, ამიტომ მან მიიღო გალაადი და ბაშანი.+ 2 წილად ხვდათ მიწა მენაშეს დანარჩენ შთამომავლებს შტოთა მიხედვით: აბი-ეზერის ვაჟებს,+ ხელეკის ვაჟებს, ასრიელის ვაჟებს, შექემის ვაჟებს, ხეფერის ვაჟებსა და შემიდას ვაჟებს. ესენი იყვნენ იოსების ვაჟის, მენაშეს, შთამომავლები, მამაკაცები თავიანთ შტოთა მიხედვით.+ 3 ცელოფხადს,+ ხეფერის ვაჟს, გალაადის ვაჟს, მაქირის ვაჟს, მენაშეს ვაჟს, ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. მათ ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. 4 მივიდნენ ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და თავკაცებთან, და უთხრეს: „იეჰოვამ უბრძანა მოსეს, რომ ჩვენს მოძმეებს შორის სამკვიდრო მოეცა ჩვენთვის“.+ იეჰოვას ბრძანებისამებრ, მანაც მისცა მათ სამკვიდრო მათი მამის მოძმეთა შორის.+
5 იორდანის გაღმა მდებარე გალაადისა და ბაშანის გარდა, მენაშეს ათი წილი ერგო,+ 6 რადგან მენაშეს ასულებს სამკვიდრო მის ვაჟებს შორის მიეცათ. მენაშეს დანარჩენ შთამომავლებს გალაადის მიწა ერგოთ.
7 მენაშეს საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათამდე,+ რომელიც შექემის+ პირდაპირაა, და გრძელდებოდა სამხრეთით ენ-თაფუახის მკვიდრთა მიწამდე. 8 თაფუახის+ მიწა მენაშესი გახდა, მაგრამ მენაშეს საზღვართან მდებარე ქალაქი თაფუახი ეფრემის შთამომავლებისა იყო. 9 საზღვარი კანის ხევისკენ ეშვებოდა, ხევის სამხრეთით. მენაშეს ქალაქებს+ შორის ზოგი ქალაქი ეფრემისა იყო, მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადიოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.+ 10 სამხრეთი ეფრემისა იყო, ჩრდილოეთი კი — მენაშესი, მენაშეს ზღვა ესაზღვრებოდა.+ ჩრდილოეთით მენაშეს აშერი ესაზღვრებოდა და აღმოსავლეთით — ისაქარი.
11 ისაქარისა და აშერის მიწაზე მენაშეს მიეცა ბეთ-შეანი მიმდებარე ქალაქებით, იბლეამი+ მიმდებარე ქალაქებით, დორი+ მიმდებარე ქალაქებით, ენ-დორი+ მიმდებარე ქალაქებით, თაანახი+ მიმდებარე ქალაქებით და მეგიდო მიმდებარე ქალაქებით, სამი მთაგორიანი მხარე.
12 ვერ დაეუფლნენ მენაშეს შთამომავლები ამ ქალაქებს; ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.+ 13 როცა გაძლიერდნენ ისრაელები, მძიმე სამუშაო დააკისრეს ქანაანელებს.+ ისრაელებს მთლიანად არ განუდევნიათ ისინი.+
14 უთხრეს იოსების შთამომავლებმა იესო ნავეს ძეს: „რატომ მოგვეცი წილისყრით+ მხოლოდ ერთი სამკვიდრო?! მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ, რადგან იეჰოვა დღემდე არ გვაკლებს კურთხევას“.+ 15 იესომ მიუგო: „თუ ასე მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ეფრემის მთიანი მხარე+ გევიწროებათ, ადით და გაჩეხეთ ტყე ფერიზელებისა+ და რეფაიმების+ მიწაზე“. 16 იოსების შთამომავლებმა მიუგეს: „არ გვეყოფა ის მთიანი მხარე; თანაც დაბლობში მცხოვრებ ქანაანელებს ცელიანი საომარი ეტლები+ აქვთ — მათაც, ვინც ბეთ-შეანსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში ცხოვრობს და მათაც, ვინც იზრეელის ველზე+ მკვიდრობს“. 17 მიუგო იესომ იოსების ძეების, ეფრემისა და მენაშეს, შთამომავლებს: „მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი ხართ, ამიტომ მხოლოდ ერთ წილს+ არ მიიღებთ, 18 მთიანი მხარეც თქვენი იქნება.+ ტყიანია, მაგრამ გაჩეხეთ და ის იქნება თქვენი საზღვარი. ძლიერები კი არიან ქანაანელები და ცელიანი საომარი ეტლებიც აქვთ, მაგრამ მაინც განდევნით მათ!“+