მატიანე — წიგნი მეორე
4 მან გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო+ სიგრძით 20 წყრთა*, სიგანით 20 წყრთა და სიმაღლით 10 წყრთა.
2 ჩამოასხა დიდი მრგვალი აუზი*,+ რომელიც კიდიდან კიდემდე 10 წყრთა იყო; აუზი სიმაღლით 5 წყრთა იყო და გარშემო 30 წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+ 3 აუზის გარშემო გოგრები იყო გამოსახული,+ წყრთაზე — 10; ეს გოგრები აუზთან ერთად იყო ჩამოსხმული ორ მწკრივად. 4 აუზი 12 ხარზე იდგა.+ სამი მათგანი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, სამი — დასავლეთისკენ, სამი — სამხრეთისკენ და სამიც — აღმოსავლეთისკენ. მათ აუზი ზურგზე ედგათ, ხოლო გავა აუზის შუაგულისკენ ჰქონდათ მიქცეული. 5 აუზის კედელი ხელისგულის სიგანისა* იყო; კიდე თასის კიდესავით ჰქონდა, შროშანს წააგავდა. ის 3 000 ბათ* წყალს იტევდა.
6 მან ათი მომცრო აუზიც გააკეთა, ხუთი ტაძრის მარჯვნივ დადგა, ხუთიც — მარცხნივ;+ დასაწვავი მსხვერპლის შეწირვისას მათში ირეცხებოდა ყველაფერი,+ დიდი აუზი კი იმისთვის იყო, რომ მღვდლებს ხელ-ფეხი დაებანათ.+
7 დაამზადა ათი ოქროს სალამპრე,+ ისეთი, როგორიც მითითებული ჰქონდა,+ და ტაძარში დადგა; ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ.+
8 გააკეთა ათი მაგიდა და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ;+ მან 100 ოქროს ჯამიც გააკეთა.
9 გამოყო მღვდლების ეზო+ და დიდი ეზო.+ ეზოს გაუკეთა კარები და სპილენძით მოჭედა. 10 დიდი აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაძრის მარჯვენა მხარეს დადგა.+
11 გააკეთა ხირამმა ქვაბები, ნიჩბები და ჯამები.+
დაასრულა ხირამმა ღვთის ტაძრის სამუშაოები, მეფე სოლომონს რომ ჰქონდა დავალებული მისთვის. აი, რა გააკეთა მან:+ 12 ორი სვეტი+ და ორი თასისებური ბუღაური, ორი ბადე სვეტების+ ორი თასისებური ბუღაურისთვის, 13 400 ბროწეული+ ორი ბადისთვის, ორი მწკრივი თითოეული ბადისთვის, სვეტების თასისებურ ბუღაურებზე შემოსავლებად;+ 14 10 საზიდარი და ზედ 10 აუზი,+ 15 ერთი დიდი აუზი და მის ქვეშ 12 ხარი,+ 16 ქვაბები, ნიჩბები, ჩანგლები+ და ყველა სხვა ნივთი მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ხირამ-აბივმა+ მეფე სოლომონს იეჰოვას ტაძრისთვის. 17 მეფემ ისინი იორდანის მხარეში სუქოთსა+ და ცერედას შორის ჩამოასხა თიხის ყალიბებში. 18 სოლომონმა დიდი რაოდენობით დაამზადა ეს ნივთები, რადგან აუწონელი სპილენძი ჰქონდა.+
19 აი ეს ნივთები დაამზადა სოლომონმა+ ღვთის ტაძრისთვის: ოქროს სამსხვერპლო,+ მაგიდები+ წარსადგენი პურის დასაწყობად,+ 20 ხალასი ოქროს სალამპრეები+ ლამპრებითურთ, რათა წესისამებრ აენთოთ ისინი შიდა ოთახის წინ. 21 ხალასი ოქროთი გააკეთა ყვავილებიც, ლამპრებიცა და მაშებიც; 22 პატრუქის საქრობები, ჯამები, თასები და საცეცხლურებიც ხალასი ოქროსი იყო; ოქროსივე იყო ტაძრის შესასვლელი, შიდა კარები წმინდათაწმინდაში შესასვლელად+ და ტაძრის დარბაზის კარები.+