მატიანე — წიგნი მეორე
8 20 წლის თავზე, როცა სოლომონს უკვე დასრულებული ჰქონდა იეჰოვას ტაძრისა და თავისი სასახლის შენება,+ 2 მეფემ აღადგინა ქალაქები, რომლებიც ხირამმა+ მისცა მას, და იქ ისრაელები ჩაასახლა. 3 გაემართა სოლომონი ხამათ-ცობისკენ და დაიპყრო ის. 4 ამის შემდეგ გაამაგრა* თადმორი უდაბნოში და სამარაგო ქალაქები,+ ხამათში+ რომ ჰქონდა აშენებული. 5 მან ზემო და ქვემო ბეთ-ხორონიც+ აღადგინა, გალავნებით, კარიბჭეებითა და ურდულებით გამაგრებული ქალაქები, 6 აგრეთვე ბაალათი+ და თავისი ყველა სამარაგო ქალაქი, ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში, ლიბანსა თუ მთელ თავის სამფლობელოში.
7 ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან+ დარჩენილებს, რომლებიც ისრაელებს არ ეკუთვნოდნენ,+ 8 იმ მიწაზე დარჩენილ მათ შთამომავლებს, რომლებიც არ გაუნადგურებიათ ისრაელებს,+ სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა, და ეს დღემდე ასეა.+ 9 ისრაელთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო;+ ისინი მეომრებად და მხლებელთა, მეეტლეთა და მხედართა ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული.+ 10 სოლომონ მეფეს ზედამხედველთა უფროსად, ხალხის წინამძღოლად, 250 კაცი ჰყავდა დანიშნული.+
11 სოლომონმა ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან მისთვის აშენებულ სახლში+ გადაიყვანა და თქვა: „ჩემი ცოლია, მაგრამ მან არ უნდა იცხოვროს ისრაელის მეფის, დავითის, სასახლეში, რადგან წმინდაა ადგილი, სადაც იეჰოვას კიდობანი დგას“.+
12 ამის შემდეგ სოლომონი იეჰოვას სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს+ იეჰოვას სამსხვერპლოზე,+ რომელიც წინკარის წინ ჰქონდა აგებული.+ 13 ის სწირავდა ყოველდღიურ შესაწირავს, აგრეთვე მოსეს მიერ დადგენილ შესაწირავებს შაბათობით,+ ახალმთვარობებსა+ და სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე+ — უფუარობის,+ კვირებისა+ და კარვობის დღესასწაულებზე.+ 14 მან მამამისის, დავითის, დადგენილი წესისამებრ მღვდელთა ჯგუფები+ დააყენა თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად; ლევიანებიც თავ-თავიანთ ადგილებზე დააყენა, რომ დადგენილი წესისამებრ, ყოველდღიურად განედიდებინათ ღმერთი+ და ემსახურათ მღვდლების წინაშე; მან ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა კარიბჭესთან განალაგა კარიბჭის მცველები,+ რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ღვთის კაცს. 15 ისინი მიჰყვნენ მეფის მიერ მღვდლებისა და ლევიანებისთვის მიცემულ მითითებას, რომელიც სხვადასხვა საკითხისა თუ საწყობების თაობაზე მისცა. 16 სოლომონის ყველა საქმე, იეჰოვას ტაძრისთვის საძირკვლის ჩაყრიდან+ მისი მშენებლობის დასრულებამდე, წარმატებით შესრულდა. ასე დამთავრდა იეჰოვას ტაძრის მშენებლობა.+
17 წავიდა სოლომონი ეციონ-გებერსა+ და ელოთში,+ ედომის+ ზღვისპირეთში. 18 ხირამმა+ მას თავისი მსახურების ხელით გაუგზავნა ხომალდები და გამოცდილი მეზღვაურები. ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად წავიდნენ ოფირში+ და იქიდან 450 ტალანტი* ოქრო+ ჩამოუტანეს მეფე სოლომონს.+