ესაია
ლევიათანს — დაკლაკნილ გველს,
და მოკლავს ზღვის ბინადარ ურჩხულს.
„შუშხუნა ღვინის ვენახო!+
ყოველთვის ვრწყავ,+
დღედაღამ ვიცავ,
რათა არავინ დააზიანოს.+
ვინ დამიპირისპირდება ბრძოლაში ეკალბარდებით და სარეველათი?!
გადავთელავ და გადავბუგავ.
5 თუ არადა, ჩემს ციხესიმაგრეს შეაფაროს თავი
და მშვიდობა იქონიოს ჩემთან;
იქონიოს მშვიდობა ჩემთან“.
7 განა ისე უნდა ურტყამდნენ მას, როგორც ურტყამენ?!
განა ასე უნდა კლავდნენ მას?!
8 თავზარდამცემი ხმით შეედავები მას და გაუშვებ.
ის ძლიერად დაჰბერავს და განდევნის მას, თითქოს აღმოსავლეთის ქარმა დაჰბერაო.+
იქ მოძოვს და დაისვენებს ხბო;
მის ტოტებს შეჭამს.+
შეუგნებელია ეს ხალხი,+
ამიტომ არ შეიბრალებს მათ მათი შემოქმედი,
არ შეიწყალებს მათ მათი შემქმნელი.+
12 იმ დღეს იეჰოვა ჩამობერტყავს ნაყოფს მდინარიდან* ეგვიპტის ხევამდე,+ და ერთი მეორის მიყოლებით აიკრიფებით, ისრაელებო.+ 13 იმ დღეს ჩაჰბერავენ დიდ საყვირს+ და ასურეთის მიწაზე სიკვდილის პირას მყოფნი+ და ეგვიპტის მიწაზე გაფანტულნი+ მოვლენ და თაყვანს სცემენ იეჰოვას მის წმინდა მთაზე იერუსალიმში.+