დაბადება
15 ამ ამბების შემდეგ აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა ეუწყა: „აბრამ, ნუ გეშინია!+ მე ვარ შენი ფარი.+ დიდ ჯილდოს მიიღებ“.+ 2 აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, განა რა ჯილდო უნდა მომცე, როცა შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს?!“+ 3 აბრამმა განაგრძო: „ჩემთვის შთამომავალი+ არ მოგიცია და ჩემი მემკვიდრე ჩემი სახლის მსახური ხდება“. 4 იეჰოვამ უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენი ვაჟი გახდება შენი მემკვიდრე“.+
5 ღმერთმა იგი გარეთ გაიხმო და სთხოვა: „აბა ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“. შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 6 ერწმუნა იგი იეჰოვას+ და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.+ 7 ღმერთმა განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, მე გამოგიყვანე ქალდეველთა ქალაქ ურიდან, რათა დაგამკვიდრებინო ეს მიწა“.+ 8 აბრამმა ჰკითხა: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“ 9 მან მიუგო: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და ხუნდი“. 10 წაიყვანა აბრამმა ისინი. ცხოველები ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის მოპირდაპირედ დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთია. 11 დააცხრნენ მათ მტაცებელი ფრინველები, აბრამი კი იგერიებდა.
12 მზის ჩასვლისას აბრამს ღრმად ჩაეძინა; შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი. 13 ღმერთმა აბრამს უთხრა: „შენი შთამომავლობა სხვების მიწას შეეხიზნება; დაიმონებენ მათ და 400 წელი დაჩაგრავენ.+ 14 მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს, რომელიც დაიმონებს მათ,+ და ამის შემდეგ გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.+ 15 შენ კი მშვიდად განისვენებ შენს წინაპრებთან; ღრმად მოხუცებული მოკვდები.+ 16 შენი შთამომავლობა — მეოთხე თაობა — დაბრუნდება,+ რადგან ამორეველთა დანაშაული ჯერ არ გასცდენია ზღვარს“.+
17 მზე რომ ჩავიდა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა, აბოლებული ღუმელი გამოჩნდა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის. 18 იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება:+ „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას,+ ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:+ 19 კენიელთა,+ კენიზელთა, კადმონელთა, 20 ხეთელთა,+ ფერიზელთა,+ რეფაიმთა,+ 21 ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწას“.+