იესო ნავეს ძე
10 როგორც კი გაიგო იერუსალიმის მეფე ადონი-ცედეკმა, რომ იესო ნავეს ძემ დაიპყრო და გაანადგურა აი, რომ მასაც და მის მეფესაც იგივე დამართა,+ რაც იერიხონსა და მის მეფეს,+ და რომ გაბაონის მკვიდრებმა ზავი შეკრეს ისრაელთან+ და მათთან დარჩნენ, 2 ძლიერ შეშინდა,+ რადგან გაბაონი სამეფო ქალაქივით დიდი იყო, აიზე+ დიდი, და იქაური კაცები ყველანი მეომრები იყვნენ. 3 შეუთვალა იერუსალიმის მეფე ადონი-ცედეკმა ხებრონის+ მეფე ჰოჰამს, იარმუთის მეფე ფირამს, ლაქიშის მეფე იაფიას და ეგლონის მეფე+ დებირს: 4 „მომეშველეთ, ერთად შევუტიოთ გაბაონს, რადგან დაუზავდა იესო ნავეს ძესა და ისრაელებს“.+ 5 შეიკრიბა ამორეველთა+ ხუთი მეფე — იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე და ეგლონის მეფე თავ-თავიანთი ჯარებით; ავიდნენ და გაბაონთან დაბანაკდნენ საბრძოლველად.
6 შეუთვალეს გაბაონელებმა გილგალის ბანაკში+ მყოფ იესო ნავეს ძეს: „ხელს ნუ აიღებ შენს მონებზე,+ საჩქაროდ მოდი, გვიხსენი და დაგვეხმარე, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შეიკრიბა მთაში მცხოვრები ამორეველების ყველა მეფე!“ 7 ავიდა გილგალიდან იესო ნავეს ძე მეომარ ხალხთან და ძლიერ მებრძოლებთან ერთად.+
8 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი;+ წინ ვერავინ დაგიდგება!“+ 9 წამოვიდა გილგალიდან იესო, მთელი ღამე იარა და მოულოდნელად შეუტია მათ. 10 თავგზა აუბნია მათ იეჰოვამ.+ დაიწყეს ისრაელებმა მათი ჟლეტა გაბაონთან, დაედევნენ ბეთ-ხორონის აღმართზე და ხოცეს აზეკამდე და მაკედამდე. 11 როცა გაურბოდნენ ისინი ისრაელს ბეთ-ხორონის ფერდობზე, იეჰოვა ზეციდან მსხვილ-მსხვილ სეტყვის მარცვლებს უშენდა მათ აზეკამდე; ასე დაიხოცნენ ისინი. სეტყვამ უფრო მეტი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელთა მახვილმა.
12 იმ დღეს, როცა იეჰოვამ ხელში ჩაუგდო ისრაელებს ამორეველები, იესო ნავეს ძემ ისრაელთა თვალწინ მიმართა იეჰოვას:
13 გაჩერდა მზე და მთვარეც აღარ იძვროდა, სანამ ერმა შური არ იძია თავის მტრებზე. ეს იაშარის წიგნშიც წერია.+ გაჩერებული იყო მზე ცის შუაგულში და მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას. 14 არ ყოფილა ასეთი დღე არც მანამდე და არც მას შემდეგ, რომ იეჰოვას ასე შეესმინოს კაცის სათხოვარი,+ რადგან იეჰოვა იბრძოდა ისრაელისთვის.+
15 ამის შემდეგ იესო მთელ ისრაელთან ერთად გილგალის ბანაკში+ დაბრუნდა.
16 ამასობაში გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედის+ გამოქვაბულში დაიმალა. 17 შეატყობინეს იესოს, ის ხუთი მეფე მაკედის+ გამოქვაბულში იმალებაო. 18 თქვა იესომ: „ლოდები მიაგორეთ გამოქვაბულს და გუშაგები დაუყენეთ. 19 დანარჩენები კი ნუ გაჩერდებით, დაედევნეთ მტერს და ზურგიდან შეუტიეთ,+ არ შეუშვათ თავიანთ ქალაქებში, რადგან იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ხელში ჩაგიგდოთ ისინი!“
20 იესო ნავეს ძემ და ისრაელებმა მანამ ხოცეს ისინი, სანამ მუსრი არ გაავლეს მათ, გადარჩენილებმა კი გამაგრებულ ქალაქებს შეაფარეს თავი. 21 მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედის ბანაკში. კაციშვილი ვეღარ ბედავდა ისრაელების წინააღმდეგ სიტყვის დაძვრას. 22 თქვა იესომ: „მოაშორეთ გამოქვაბულს ლოდები და აქ მომიყვანეთ ხუთივე მეფე!“ 23 გამოუყვანეს გამოქვაბულიდან ხუთივე მეფე: იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე და ეგლონის მეფე.+ 24 მაშინ მოუხმო მან ისრაელებს და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, რომლებიც თან ახლდნენ: „გამოდით და კისერზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს!“ ისინიც მივიდნენ და დაადგეს ფეხი კისერზე.+ 25 უთხრა მათ იესომ: „ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით, რადგან იმავეს დამართებს იეჰოვა ყველა თქვენს მტერს, რომელსაც შეებრძოლებით!“+
26 დახოცა იესომ ისინი, ხუთ ძელზე* ჩამოკიდა და საღამომდე იქ ეკიდნენ. 27 მზის ჩასვლისას იესომ ბრძანა, ჩამოეხსნათ ისინი ძელებიდან+ და შეეყარათ გამოქვაბულში, სადაც მანამდე იმალებოდნენ. გამოქვაბულს ლოდები მიაფარეს და ეს დღემდე ასეა.
28 დაიპყრო იესომ იმ დღეს მაკედა+ და მახვილით განგმირა ქალაქის მკვიდრნი; დახოცა მისი მეფეცა და ყველა იქ მყოფიც, ცოცხალი არავინ დაუტოვებია.+ მაკედის მეფესაც+ იგივე დამართა, რაც იერიხონის მეფეს.
29 მაკედიდან იესო მთელ ისრაელთან ერთად ლიბნისკენ+ გაემართა მის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. 30 იეჰოვამ ხელში ჩაუგდო ისრაელს ლიბნა და მისი მეფე,+ დაიპყრეს ქალაქი და მახვილით ამოხოცეს ყველა იქ მყოფი, ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. მის მეფესაც იგივე დამართეს, რაც იერიხონის მეფეს.+
31 ლიბნიდან იესო მთელ ისრაელთან ერთად ლაქიშისკენ+ გაემართა. იქ დაბანაკდნენ ისინი და გაილაშქრეს მასზე. 32 ხელში ჩაუგდო იეჰოვამ ლაქიში ისრაელს და მეორე დღეს დაიპყრეს. მახვილით ამოხოცეს ყველა იქ მყოფი,+ ისევე როგორც ლიბნაში.
33 გაეშურა გეზერის+ მეფე ჰორამი ლაქიშის დასახმარებლად. სიცოცხლეს გამოასალმა იესომ ისიც და მისი ხალხიც, ცოცხალი არავინ დაუტოვებია.
34 ლაქიშიდან იესო მთელ ისრაელთან ერთად ეგლონისკენ+ გაემართა. იქ დაბანაკდნენ ისინი და გაილაშქრეს მასზე. 35 იმ დღესვე დაიპყრეს და მახვილით ამოხოცეს ყველა იქ მყოფი ისევე, როგორც ლაქიშში.+
36 ეგლონიდან იესო მთელ ისრაელთან ერთად ხებრონისკენ+ გაემართა და მასზე გაილაშქრა. 37 დაიპყრეს ის და მახვილით ამოხოცეს მისი მკვიდრნი, მისი მეფეცა და მიმდებარე ქალაქების მკვიდრნიც, ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. გაანადგურა იესომ ქალაქიცა და ყველა იქ მყოფიც, როგორც ეგლონში.
38 ბოლოს დებირისკენ+ მობრუნდნენ იესო და მთელი ისრაელი და გაილაშქრეს მასზე. 39 ხელში ჩაიგდო ის, მისი მეფე და მისი ქალაქები. გაანადგურეს ისინი და მახვილით ამოხოცეს ყველა იქ მყოფი,+ ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ.+ იგივე დამართა იესომ დებირსაც და მის მეფესაც, რაც ხებრონს, ლიბნასა და მის მეფეს.
40 დაიპყრო იესო ნავეს ძემ მთელი მთიანი მხარე აღმოსავლეთი კალთებით, ნეგები, შეფელა+ და დაამარცხა ყველა მათი მეფე. ცოცხალი არავინ დაუტოვებია, ყოველი სულდგმული გაანადგურა,+ როგორც იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ჰქონდა ნაბრძანები;+ 41 ყველაფერი დაიპყრო იესომ კადეშ-ბარნეიდან+ ღაზამდე+ და გოშენის+ მთელი მიწა გაბაონამდე.+ 42 ერთი გალაშქრებით დაამარცხა იესომ ყველა მეფე და დაიპყრო მათი მიწები, რადგან ისრაელის ღმერთი იეჰოვა იბრძოდა ისრაელისთვის.+ 43 ამის შემდეგ იესო ნავეს ძე მთელ ისრაელთან ერთად გილგალის ბანაკში დაბრუნდა.+