იობი
2 «რაში სჭირდება ღმერთს კაცი,
ანდა რაში სჭირდება მისი ჭკუა?!+
3 განა ყოვლისშემძლისთვის სულერთი არაა, მართალი ხარ თუ არა?!
4 განა ღვთისმოშიშების გამო ისჯები
და ამიტომ მიჰყავხარ ღმერთს სასამართლოზე?!
9 შენ კი ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებ
და ობლებს ჩაგრავ.
ნახე, რამსიმაღლეზეა ვარსკვლავები,
13 შენ კი ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!
ის სქელი შავი ღრუბლის მიღმაა
და როგორ შეძლებს გასამართლებას?!
14 ღრუბლებს მიღმაა და ვერაფერს ხედავს,
ის ხომ ცის კამარაზე მიმოდის“.
15 ისევ ძველი გზით ივლი,
რომელზეც ბოროტები დადიან,
16 რომელნიც ნაადრევად დაიხოცნენ
და რომელთა საძირკველიც წყალმა წაიღო,+
17 რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებოდნენ, მოგვშორდიო,
ამბობდნენ, რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?!
18 მაგრამ ის მაინც დოვლათით უვსებდა მათ სახლებს
(ასეთი მზაკვრული ფიქრებისგან მე შორს ვარ).
19 მართლები დაინახავენ მათ დაცემას და გაიხარებენ,
უდანაშაულოთ გაეცინებათ მათზე და იტყვიან,
20 დაიხოცნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი
და ვინც ცოცხალი დარჩა, ცეცხლი შთანთქავსო.
21 დაუახლოვდი ღმერთს და გექნება მასთან მშვიდობა;
არ მოგაკლდება სიკეთე.
23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები.+
თუ ამოძირკვავ უმართლობას შენს კარავში,
24 თუ ოქროს მიწაზე დაყრი
და ოფირის ოქროს+ ლოდებით სავსე ხევში ჩაყრი,
25 მაშინ ყოვლისშემძლე იქცევა შენს ოქროდ
და შენს ხალას ვერცხლად.
26 მაშინ ყოვლისშემძლეში პოვებ ნეტარებას
და ღვთისკენ იზამ პირს.
27 შეევედრები და ის მოგისმენს;
შეასრულებ შენს აღთქმებს.
28 რის გაკეთებასაც დააპირებ, ყველაფერში ხელი მოგემართება,
და სინათლე მოეფინება შენს გზასავალს.
29 თუ ქედმაღლურად ილაპარაკებ, დამცირდები;
ის თავმდაბალს იხსნის.
30 იგი უდანაშაულოს გადაარჩენს;
თუ ხელი სუფთა გექნება, ნამდვილად დაგიხსნის».