ესაია
3 „მიეცი რჩევა, აღასრულე გადაწყვეტილება.
ღამესავით აქციე შენი ჩრდილი შუადღისას.
დამალე გაფანტულები და ნუ გასცემ გაქცეულებს.
4 შენთან იცხოვრონ ჩემმა გაფანტულებმა, მოაბ!
დამაქცევრის გამო სამალავი გახდი მათთვის.+
ბოლო მოეღება მჩაგვრელს,
შეწყდება განადგურება,
სხვების გამთელავები აღიგვებიან მიწის პირისგან.
5 მაშინ სიყვარულით* განმტკიცდება ტახტი.
ერთგული იქნება მასზე მჯდომი დავითის კარავში;+
სამართლიანად გაასამართლებს და უმალ აღასრულებს სიმართლეს“.+
6 გვსმენია მოაბის მედიდურობაზე, რომ მეტისმეტად ამაყია იგი,+
მის ამპარტავნობაზე, ქედმაღლობასა და რისხვაზე;+
თუმცა ამაოდ იქადის.
კირ-ხარასეთის ქიშმიშის კვერების გამო იკვნესებენ დამარცხებულნი,+
8 რადგან გადახმა ხეშბონის ტერასები,+
სიბმის+ ვაზი,
გათელეს ხალხთა მმართველებმა მისი ალისფერყურძნიანი ლერწები,
იაზერს რომ სწვდებოდა,+
უდაბნომდე რომ აღწევდა;
ყლორტები ისე ჰქონდა გაშლილი, რომ ზღვას აწვდენდა.
9 ამიტომ ისე დავიტირებ სიბმის ვაზს, როგორც იაზერს დავტირი.
ცრემლებით დაგალბობ, ხეშბონ და ელალე,+
რადგან აღარ ისმის თქვენში მხიარული ყიჟინი* ზაფხულის ნაყოფისა და მოსავლის აღების დროს.
აღარ წურავენ ღვინოს საწნახელში,
რადგან მე შევაწყვეტინე მათ ჟრიამული.+
11 ამიტომაც ქნარის სიმივით
მითრთის შიგნეული მოაბის გამო,+
შიგნით ყველაფერი მითრთის კირ-ხარასეთის გამო.+
12 იქანცება მოაბი სათაყვანო მაღლობზე და სალოცავშიც ლოცულობს, მაგრამ ამაოდ.+
13 ეს იეჰოვას ადრე ჰქონდა ნათქვამი მოაბზე, 14 ახლა კი ასე ამბობს იეჰოვა: „სამ წელიწადში* დიდი აურზაურით დამცირდება მოაბის დიდება; მხოლოდ ცოტანი დარჩებიან, ისიც უსუსურნი“.+