იერემია
14 ეუწყა იერემიას იეჰოვას სიტყვა გვალვის შესახებ:+
2 გლოვობს იუდა,+ დაეცა მისი კარიბჭეები,
მწუხარებისგან პირქვე დაემხვნენ;
მოთქვამს იერუსალიმი.
3 ბატონები მსახურებს წყალზე გზავნიან.
ისინიც მიდიან აუზებთან, მაგრამ იქ წყალი არ ხვდებათ,
ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან.
შერცხვენილნი და იმედგაცრუებულნი არიან,
თავშებურულნი დადიან.
4 დამსკდარია მიწა
და წვიმა არ მოდის ქვეყანაში,+
ამიტომ შეშფოთებულნი არიან მიწათმოქმედნი და თავებს იბურავენ.
5 ფურირემიც კი ტოვებს თავის ნაშიერს,
რადგან აღარ არის ბალახი.
6 გარეული ვირები გახრიოკებულ გორებზე დგანან
და ტურებივით ხარბად ისუნთქავენ ჰაერს,
თვალები დაბინდვიათ, რადგან ვერ ბალახობენ.+
სულ მუდამ გღალატობთ,+ გცოდავთ!
8 ისრაელის იმედო და მხსნელო+ გასაჭირის დროს,
რატომ დაემსგავსე უცხოელს,
ღამის გასათევად გაჩერებულ მგზავრს?
9 რატომ დაემსგავსე გაოგნებულ კაცს,
ძლიერ კაცს, რომელსაც შველა არ შეუძლია?
ნუ მიგვატოვებ!
10 აი, რას ამბობს იეჰოვა ამ ხალხზე: „უყვართ ხეტიალი,+ ერთ ადგილზე არ ჩერდებიან;+ ამიტომაც არ მოსწონს იეჰოვას ისინი.+ არ დაივიწყებს მათ დანაშაულს და პასუხს მოსთხოვს“.+
11 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „არ ილოცო ამ ხალხის საკეთილდღეოდ!+ 12 როცა მარხულობენ, არ ვისმენ მათ მუდარას+ და, როცა მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და მარცვლეული შესაწირავი მოაქვთ, არ მსიამოვნებს;+ მახვილით, შიმშილითა და ჭირით მოვუღებ ბოლოს“.+
13 მე მივუგე: „უზენაესო უფალო, იეჰოვა! წინასწარმეტყველები ეუბნებიან, არ იხილავთ მახვილს, არ იშიმშილებთ, და ნამდვილ მშვიდობას ამ ადგილზე ღმერთი მოგცემთო“.+
14 მაშინ იეჰოვამ მითხრა: «წინასწარმეტყველები ჩემი სახელით სიცრუეს წინასწარმეტყველებენ;+ მე არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია და არც დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას და თავიანთი მზაკვარი გულის ზრახვებს წინასწარმეტყველებას არქმევენ.+ 15 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „წინასწარმეტყველებს, რომლებიც ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, თუმცა მე არ გამიგზავნია, და რომლებიც ამბობენ, არც მახვილი იქნება ამ მიწაზე და არც შიმშილიო, მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო.+ 16 ის ხალხი კი, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, შიმშილითა და მახვილით გაწყდება და იერუსალიმის ქუჩებში ეყრება; არავინ დამარხავს მათ,+ მათ ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს. თავს დავატეხ უბედურებას, რასაც იმსახურებენ კიდეც“.+
17 უთხარი მათ:
„დღე და ღამე ვიტირებ და თვალზე ცრემლი არ შემაშრება,+
შემუსრული და განადგურებულია ჩემი ხალხის ასული,+
მძიმეა მისი ჭრილობა.
ქალაქში რომ შევდივარ,
შიმშილით დასნეულებულებს ვხედავ!+
წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც უცხო ქვეყნისკენ მიეხეტებიან“».+
19 ნუთუ საბოლოოდ უარყავი იუდა?! ნუთუ შეიძულე სიონი?!+
რატომ დაგვკარი ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით?!+
მშვიდობის იმედი გვქონდა, მაგრამ უბედურება გვეწია;
განკურნებას ველოდით, მაგრამ თავზარი დაგვეცა!+
გახსოვდეს ჩვენთან დადებული შეთანხმება, ნუ დაარღვევ მას.+
22 რომელი ერის უსარგებლო კერპი იძლევა წვიმას?!
განა ცა თავისით იძლევა შხაპუნა წვიმას?!
განა შენ არ აკეთებ ამას, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო?!+
შენი იმედი გვაქვს,
რადგან მხოლოდ შენა ხარ ამ ყოველივეს მბოძებელი.