მატიანე — წიგნი მეორე
26 იუდას ხალხმა მამამისის, ამაციას ნაცვლად 16 წლის უზია+ გაამეფა.+ 2 დაუბრუნა მან იუდას ელოთი+ და აღადგინა მას შემდეგ, რაც მეფე ამაციამ თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+ 3 უზია+ 16 წლის გამეფდა და 52 წელი იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.+ 4 მამამისის, ამაციას მსგავსად უზიაც სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში.+ 5 ემსახურებოდა ის ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია, რომელიც ღვთის შიშს უნერგავდა. სანამ იეჰოვას სცემდა თაყვანს, ღმერთიც ხელს უმართავდა.+
6 გავიდა ის, შეებრძოლა ფილისტიმელებს+ და გაარღვია გათის,+ იაბნესა+ და აშდოდის გალავნები;+ ამის შემდეგ კი ააშენა ქალაქები აშდოდის სიახლოვეს და ფილისტიმელთა მთელ მიწაზე. 7 ღმერთი ეხმარებოდა მას ფილისტიმელების, გურბაალში მცხოვრები არაბებისა+ და მეუნიმების წინააღმდეგ ბრძოლაში. 8 ამონელები+ ხარკს უხდიდნენ უზიას. ის დიდად გაძლიერდა და ეგვიპტემდეც კი გაითქვა სახელი. 9 ააშენა უზიამ კოშკები+ იერუსალიმში კუთხის კარიბჭესთან,+ ველის კარიბჭესთან+ და ბურჯთან, და გაამაგრა ისინი. 10 უდაბნოშიც ააშენა კოშკები+ და მრავალი ჭა ამოკვეთა (რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდა); იგივე გააკეთა შეფელაში და ზეგანზე. მთებში და ქარმელში მიწათმოქმედები და მევენახეები ჰყავდა, რადგან უყვარდა მიწათმოქმედება.
11 უზიას ჰყავდა საომრად დარაზმული ჯარი. ისინი რაზმებად დაყოფილნი გადიოდნენ საომრად. მეომრები მწერალმა იეიელმა და ზედამხედველმა მაასეიამ აღრიცხეს+ მეფის ერთ-ერთი მთავრის,+ ხანანიას, მეთვალყურეობით. 12 შტოთა თავკაცების რიცხვი, რომლებიც ამ მამაც მეომრებს მეთაურობდნენ, 2 600 იყო. 13 ისინი მეთაურობდნენ 307 500 მეომრისგან შემდგარ ძლიერ ჯარს, რომელიც მეფის მხარდამხარ იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.+ 14 აღჭურვა უზიამ მთელი ჯარი ფარებით, შუბებით,+ მუზარადებით, ჯავშნებით,+ მშვილდებითა და შურდულის ქვებით.+ 15 მან იერუსალიმში გამომგონებლებს ააწყობინა საბრძოლო მანქანები, რომ კოშკებზე+ და გალავნის კუთხეებში დაედგათ ისრებისა და დიდი ქვების სასროლად. შორს გაითქვა მან სახელი, რადგან ღმერთი უმართავდა ხელს და გაძლიერდა იგი.
16 მაგრამ, როცა გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია.+ 17 მას მაშინვე უკან გაჰყვნენ მღვდელმთავარი აზარია და იეჰოვას 80 გაბედული მღვდელი. 18 წინ აღუდგნენ ისინი მეფე უზიას და უთხრეს: „უზია, შენი საქმე არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა,+ ეს მღვდლების, აარონის შთამომავლების,+ საქმეა, რომლებიც განწმენდილნი არიან! გადი ტაძრიდან! ორგულად მოიქეცი და ვერ მიიღებ იეჰოვასგან დიდებას!“
19 განრისხდა უზია,+ რომელსაც ხელში სასაკმევლე ეჭირა; იეჰოვას ტაძარში, საკმევლის სამსხვერპლოსთან, მღვდლებზე ბრაზს რომ ანთხევდა, კეთრი გაუჩნდა შუბლზე.+ 20 შეხედეს მას მღვდელმთავარმა აზარიამ და მღვდლებმა და დაინახეს, რომ კეთრი გასჩენოდა შუბლზე. აჩქარებდნენ, რომ გასულიყო იქიდან და თვითონაც ჩქარობდა გასვლას, რადგან იეჰოვამ დასაჯა იგი.
21 მეფე უზია სიკვდილამდე კეთროვანი იყო; კეთრის გამო ცალკე სახლში ცხოვრობდა.+ მოკვეთილი იყო ის იეჰოვას ტაძრიდან. სასახლეს მეფის ვაჟი იოთამი განაგებდა, ის უჩენდა სამართალს იმ მიწის მკვიდრთ.+
22 უზიას დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, წინასწარმეტყველმა ესაიამ,+ ამოცის ვაჟმა, აღწერა. 23 განისვენა უზიამ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, ოღონდ მეფეთა კუთვნილ მინდორში, რადგან თქვეს, კეთროვანიაო. უზიას შემდეგ მისი ვაჟი იოთამი+ გამეფდა.