ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „მდუმარე მტრედი შორეულ მხარეში“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს გათში.+
56 წყალობა მიყავი, ღმერთო,
რადგან თავს მესხმის მოკვდავი კაცი;
მთელი დღე მებრძვიან და მჩაგრავენ.
2 ჩემი მტრები მთელი დღე ჩემს შთანთქმას ცდილობენ,
თავდაჯერებულნი მიტევენ.
3 თუ შემეშინდება,+ შენ მოგენდობი.+
4 იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,
იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები.
რას მიზამს კაცი?!+
7 უკუაგდე ისინი მათი ბოროტების გამო,
რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+
8 შენ ხედავ, როგორ დავეხეტები.+
შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+
განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!+
9 უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც საშველად მოგიხმობ.+
მჯერა, რომ ღმერთია ჩემთან.+
10 იმედს ვამყარებ ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ხოტბას ვასხამ,
იმედს ვამყარებ იეჰოვაზე, რომლის სიტყვასაც ვადიდებ;
რას მიზამს კაცი?!+