იერემია
13 აი, რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, იყიდე სელის სარტყელი და წელზე შემოირტყი; წყალი არ მოხვდეს“. 2 მეც იეჰოვას სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და წელზე შემოვირტყი. 3 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 4 „წადი ევფრატთან და შენი ნაყიდი სარტყელი, რომელიც წელზე გაქვს შემორტყმული, კლდის ნაპრალში დამალე“. 5 მეც იეჰოვას ბრძანებისამებრ წავედი და დავმალე ის ევფრატთან.
6 მრავალი დღის შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ადექი, წადი ევფრატთან და აიღე სარტყელი, რომლის დამალვაც გიბრძანე“. 7 მეც წავედი ევფრატთან, ამოვთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა და, აი, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.
8 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 9 «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ასევე დავალპობ იუდას სიამაყეს და იერუსალიმის ქედმაღლობას.+ 10 ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ დამემორჩილოს,+ რომელიც გაჯიუტებულია, თავისი გულის ზრახვებსაა აყოლილი,+ სხვა ღმერთებს სცემს თაყვანს და პირქვე ემხობა მათ წინაშე, ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება. 11 როგორც სარტყელი ეკვრის წელს, ასევე მივიკარი მთელი ისრაელი და იუდა, — ამბობს იეჰოვა, — რომ ჩემს ხალხად ქცეულიყვნენ,+ ჩემ სადიდებლად, საქებრად+ და მშვენებად, მაგრამ ისინი არ დამემორჩილნენ“.+
12 გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოს“. ისინი კი გეტყვიან, განა ჩვენ არ ვიცით, რომ ყოველი დიდი დოქი ღვინით უნდა აივსოსო?! 13 შემდეგ უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იმდენს დავალევინებ ამ მიწის ყველა მკვიდრს,+ დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს, რომ დათვრნენ. 14 შევახეთქებ მათ ერთმანეთს, მამებს და ვაჟებს, — ამბობს იეჰოვა.+ — არ შევიცოდებ, არ შევიბრალებ; გავანადგურებ, ვერაფერი შემაჩერებს“».+
15 ყური დაუგდეთ, გაუგონეთ;
ნუ იქნებით ამპარტავნები, რადგან თავად იეჰოვა გელაპარაკებათ.
16 დიდება მიაგეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,
სანამ დღე დაუბნელებია
და სანამ ბინდში მთებზე წაფორხილებულხართ.
სინათლის იმედი გექნებათ,
ის კი უკუნეთს მოგივლენთ;
სინათლეს წყვდიადად გიქცევთ.+
17 თუ არ გაიგონებთ,
ჩუმად ვიტირებ თქვენი სიამაყის გამო
19 დაკეტილია* სამხრეთის ქალაქები, არავინაა მათი გამღები.
მთელი იუდა გადასახლებულია, გადასახლებული.+
20 თვალები აღაპყარი და დაინახე ჩრდილოეთიდან მომავალნი.+
სად არის შენთვის მოცემული ფარა, შენი მშვენიერი ცხვარი?!+
განა მშობიარე ქალივით არ დაგეწყება ტკივილები?!+
22 როცა გულში იტყვი, რატომ დამატყდაო თავს ეს ყველაფერი,+
იცოდე, რომ შენი დიდი დანაშაულის გამო გაგხადეს სამოსელი+
და გატკინეს ქუსლები.
23 თუ შეიცვლის ეთიოპი კანს ან ჯიქი* — ხალებს?!+
მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის კეთებას,
თქვენ, ვინც ბოროტების ჩადენაში ხართ გაწაფულნი.
24 უდაბნოს ქარით გატაცებულ ნამჯასავით გავფანტავ მათ.+
25 ეს არის შენი ხვედრი, შენი წილი, მე რომ მოგეცი, — ამბობს იეჰოვა, —
26 სახეზე აგაფარებ შენი სამოსლის კალთებს
და დაინახავენ შენს სიშიშვლეს,+
27 შენს მრუშობასა+ და ვნებიან ჭიხვინს,
შენს თავაშვებულობას, მეძაობას.
დავინახე შენი საძულველი საქმეები
გორებზეც და მინდორშიც.+
ვაი შენ, იერუსალიმო!
როდემდე უნდა იყო უწმინდური?!“+