ესაია
და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას.+
3 წავა მრავალი ხალხი და იტყვის:
„მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე,
იაკობის ღვთის ტაძარში!+
ის გვასწავლის თავის გზებს
და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+
რადგან კანონი სიონიდან გამოვა
და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+
4 ის სამართალს გაუჩენს ერებს
და საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის.
ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ
და შუბებისგან — სასხლავებს.+
ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს
და აღარ ისწავლიან ომს.+
6 შენ მიატოვე შენი ხალხი, იაკობის სახლეულობა,+
რადგან ბევრი ჩვეულება გადმოიღეს აღმოსავლეთიდან,
ფილისტიმელებივით ჯადოქრობენ+
და უცხოტომელთა შთამომავლებმა აავსეს მათი მიწა.
7 სავსეა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით,
თვლა არა აქვს მათ განძეულს.
ცხენებით აივსო მათი ქვეყანა,
ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.+
საკუთარი ხელით შექმნილს.
9 ვინც პირქვე ემხობა, მცირდება,
შენ ვერ პატიობ მათ.
10 შედი კლდეში და მიწაში დაიმალე,
რადგან შიშის მომგვრელია იეჰოვა,
მეტად დიდებული.+
11 დამცირდება ის, ვინც ამპარტავნულად იმზირება,
და დამდაბლდება მედიდური კაცი,
მხოლოდ იეჰოვა განდიდდება იმ დღეს.
12 ეს დღე ლაშქართა ღვთის, იეჰოვასია,+
ის თავს დაატყდება ყველა ქედმაღალსა და მედიდურს,
ყველა აღზევებულსა და მდაბიოს,+
13 ლიბანის მაღალ და დიდებულ კედრებს
და ბაშანის უზარმაზარ მუხებს,
17 დამდაბლდება ამპარტავანი
და დამცირდება მედიდური;
მხოლოდ იეჰოვა განდიდდება იმ დღეს.
18 უსარგებლო ღმერთები გაცამტვერდებიან.+
19 ხალხი გამოქვაბულებს შეაფარებს თავს
და ორმოებში დაიმალება,+
როცა იეჰოვა აღდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,
რადგან შიშის მომგვრელია ის
და მეტად დიდებული.+
20 იმ დღეს კაცი თავის უსარგებლო ვერცხლისა და ოქროს ღმერთებს,
რომლებიც თაყვანსაცემად გაიკეთა,
ბიგებსა* და ღამურებს გადაუყრის,+
21 რათა შევიდეს კლდის გამოქვაბულსა და კლდის ნაპრალში,
როცა იეჰოვა აღდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,
რადგან შიშის მომგვრელია ის და მეტად დიდებული.
22 თქვენთვისვე აჯობებს, თუ არ მიენდობით კაცს,
ნესტოებში რომ უდგას სული;
ვინაა იგი, რომ ღირდეს მასზე დანდობა?!