ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.
4 უმღერეთ ღმერთს, ხოტბა შეასხით მის სახელს.+
უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს*,
მას, ვისაც იაჰი* ჰქვია!+ იმხიარულეთ მის წინაშე!
ურჩებს კი ხრიოკზე მოუწევთ ცხოვრება.+
9 შენ კოკისპირულად აწვიმე, ღმერთო;
გამოაცოცხლე ქანცგაწყვეტილი შენი ხალხი.
12 გარბიან, გარბიან მეფეები თავიანთ ლაშქართან ერთად!+
სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+
13 ბანაკში დანთებულ კოცონებს შორის მოგიწიათ წოლა*,
მაგრამ ხელთ იგდებთ მტრედს მოვერცხლილი ფრთებითა
და ხალასი ოქროს ბუმბულით.
იქ დამკვიდრდება იეჰოვა მარადიულად.+
17 ღმერთს ათასობით, ათობით ათასი, საომარი ეტლი ჰყავს.+
წმინდა ადგილზე მოვიდა იეჰოვა სინაიდან.+
18 მაღლა ახვედი+ და ტყვეები წაასხი,
წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+
ჯიუტებიც კი,+ რათა დამკვიდრდე მათ შორის, იაჰ*, ღმერთო.
19 დიდება იეჰოვას, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+
ჩვენი მხსნელი ღმერთია ის. (სელა)
21 ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს,
თმიან თხემს გაუჩეჩქვავს ავისმქნელთ.+
22 იეჰოვამ თქვა: „უკან ჩამოვიყვან მათ ბაშანიდან,+
ამოვიყვან ზღვის სიღრმიდან,
23 რათა მტრების სისხლში ჩადგა ფეხი+
და შენმა ძაღლებმა ალოკონ მათი სისხლი“.
შუაში კი — მედაირე ყმაწვილქალები.+
26 დიდ კრებულში ადიდეთ ღმერთი;
განადიდეთ იეჰოვა, თქვენ, ვინც სიცოცხლეს ისრაელის წარმომქმნელს უმადლით.+
ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც.
28 შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა.
წარმოაჩინე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+
30 გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,
ხარების ჯოგი+ მათ ხბოებთან ერთად,
სანამ ხალხები შენ წინაშე არ დაემხობიან და ვერცხლს არ მოგიტანენ ძღვნად.
იგი ფანტავს ომის მოყვარულ ხალხებს.
32 დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+
უგალობეთ იეჰოვას, (სელა)
33 მას, ვინც სერავს საუკუნო ზეცათა ზეცას!+
აი, ის დაიჭექებს თავისი მგრგვინავი ხმით.
მთელ ისრაელზე მეფობს იგი
და მისი ძლიერება ზეციდან ასხივებს.
35 შიშის მომგვრელია ღმერთი თავის დიდებულ სამყოფელში.+
ისრაელის ღმერთია იგი,
ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+
დიდება ღმერთს!