ფსალმუნები
დავითის სიმღერა.
გამოეშურე ჩემ საშველად,+
ყური მომაპყარი, როცა მოგიხმობ!+
4 ნუ მიდრეკ ჩემს გულს ბოროტებისკენ,+
უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ავისმქნელებთან ერთად
და არასდროს ვინადიმო მათ სუფრაზე.
5 თუ მართალი გამკიცხავს, ეს სიყვარულის* ნიშანი იქნება ჩემთვის,+
მისგან შეგონება ზეთივით იქნება ჩემი თავისთვის,+
რაზეც არასდროს ვიტყვი უარს;+
გასაჭირშიც რომ ჩავარდეს, არ შევწყვეტ მისთვის ლოცვას.
6 ხალხის მოსამართლეები გადმოყარეს კლდიდან,
მაგრამ ხალხი მოისმენს ჩემს ნათქვამს, რადგან საამურია ის.
8 მაგრამ ჩემი თვალები შენ შემოგყურებს, უზენაესო უფალო, იეჰოვა,+
შენ შეგაფარე თავი;
ნუ წამართმევ სიცოცხლეს.
9 დამიფარე, რომ არ გავება მათ ხაფანგში,
ავისმქნელთა მიერ დაგებულ მახეში.