იოელი
1 აი იეჰოვას სიტყვა, რომელიც იოელს*, ფეთუელის ვაჟს, ეუწყა:
2 „ისმინეთ, უხუცესებო,
და ყური დაუგდეთ, ამ მიწის მკვიდრნო!
თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დროს
ან თქვენი მამა-პაპის დროს?!+
3 უამბეთ ამის შესახებ თქვენს ვაჟებს,
თქვენმა ვაჟებმა უამბონ თავიანთ ვაჟებს,
მათმა ვაჟებმა კი — მომდევნო თაობას.
4 რაც შთამნთქმელი კალიების შემოსევას გადაურჩა, გუნდ-გუნდად შემოსეულმა კალიებმა გადაჭამეს;+
რაც მათ შემოსევას გადაურჩა, უფრთო კალიებმა შეჭამეს,
5 გაიღვიძეთ, ლოთებო,+ და იტირეთ,
იგლოვეთ, ღვინის მსმელებო,
რადგან პირიდან გამოგტაცეს ახალი ღვინო!+
6 ძლიერი და ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე;+
მათი კბილები ლომის კბილებივითაა,+
ყბები კი — ლომის ყბებივით.
7 მათ გააჩანაგეს ჩემი ვაზი და ძირკვად აქციეს ჩემი ლეღვის ხე;
ქერქი შემოაცალეს და გადაყარეს,
გაუშიშვლეს ტოტები.
8 იგლოვე ჯვალოთი მოსილი ქალწულივით,
სიყრმის საქმროს რომ გლოვობს.
9 აღარ არის იეჰოვას ტაძარში არც მარცვლეული+ და არც დასაღვრელი შესაწირავი;+
გლოვობენ მღვდლები, იეჰოვას მსახურები.
10 გაჩანაგდა ყანები, გლოვობს მიწა,+
რადგან განადგურდა მარცვლეული, დაიშრიტა ახალი ღვინო და გამოილია ზეთი.+
11 გაწბილებულან მიწათმოქმედები და გოდებენ მევენახეები
ხორბლისა და ქერის გამო,
რომ განადგურდა მოსავალი,
12 გახმა ვაზი, და დაჭკნა ლეღვი,
გახმა ბროწეული, ფინიკის პალმა და ვაშლი,
მინდვრის ყველა ხე;+
სიხარული სირცხვილად ექცა ხალხს.
მოდით, ჯვალოს სამოსში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურებო,
რადგან თქვენი ღვთის ტაძარში აღარავის მოაქვს მარცვლეული+ და დასაღვრელი შესაწირავი.+
14 მარხვა გამოაცხადეთ, ხალხს მოუხმეთ,+
შეკრიბეთ უხუცესები და მიწის ყველა მკვიდრი
თქვენი ღვთის, იეჰოვას,+ ტაძარში და შველა შესთხოვეთ იეჰოვას!
15 ვაი, მოდის ის დღე!
ახლოსაა იეჰოვას დღე,+
მოვა ეს გამანადგურებელი დღე ყოვლისშემძლისგან!
16 განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საკვები
და ჩვენ თვალწინ არ გაქრა სიხარული და ლხინი ჩვენი ღვთის ტაძრიდან?!
17 მათ ბარებქვეშ ჩამპალა მარცვალი*;
დაცარიელებულა საწყობები;
დანგრეულა უმარცვლეულოდ დარჩენილი ბეღლები.
18 საწყლად ბღავის პირუტყვი,
დახეტიალებს უსაძოვროდ დარჩენილი ნახირი;
ვერც ცხვრის ფარები ასცდნენ სასჯელს“.
რადგან ცეცხლმა გადაბუგა უდაბნოში საძოვრები
და ცეცხლის ალმა შთანთქა მინდვრად ყველა ხე!
20 ცხოველებიც შენ შემოგყურებენ,
რადგან დაშრა წყლის არხები
და ცეცხლმა შთანთქა უდაბნოში საძოვრები“.