ლევიანები
2 „თუ ვინმე მარცვლეულ შესაწირავს+ მიუტანს იეჰოვას, მიუტანოს წმინდად დაფქული ფქვილი, მოასხას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყაროს.+ 2 მიუტანოს ის აარონის ვაჟებს, მღვდლებს; აიღოს მღვდელმა ერთი მუჭა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი წმინდად დაფქული ფქვილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო და სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო* სურნელება იეჰოვასთვის. 3 დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა+ და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+
4 თუ ღუმელში გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან, ის წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს გამომცხვარი — ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები ან ზეთწასმული უფუარი კვერები.+
5 თუ კეცზე გამომცხვარ მარცვლეულ შესაწირავს მიიტან,+ ისიც წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა იყოს ზეთში მოზელილი უსაფუვროდ. 6 დაამტვრიე და ზეთი მოასხი.+ ეს არის მარცვლეული შესაწირავი.
7 თუ მარცვლეულ შესაწირავს ტაფაზე მოამზადებ, ისიც ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილისგან უნდა მოამზადო. 8 წარუდგინე იეჰოვას ასე მომზადებული მარცვლეული შესაწირავი. მიუტანე მღვდელს და ის სამსხვერპლოსთან მიიტანს. 9 აიღებს მღვდელი ცოტაოდენ მარცვლეულ შესაწირავს როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლოს+ და სამსხვერპლოზე დაწვავს, რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.+ 10 დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი აარონისა და მისი ვაჟებისაა და იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავ შესაწირავებს შორის უწმინდესია.+
11 მარცვლეული შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ, არ უნდა იყოს საფუვრიანი;+ იეჰოვასთვის შესაწირავად ცეცხლში საფუვრიანი ან თაფლიანი არაფერი დაწვათ.
12 პირველმოწეული ნაყოფის შესაწირავი, რომელსაც იეჰოვას მიუტანთ,+ შეიძლება იყოს საფუვრიანი ან თაფლიანი, ოღონდ სამსხვერპლოზე არ უნდა დაიწვას და არ უნდა აბოლდეს როგორც საამო სურნელება.
13 მარილით შეაზავე ყველა მარცვლეული შესაწირავი; უმარილო არ უნდა იყოს მარცვლეული შესაწირავი, რადგან მარილი შენი ღვთის შეთანხმებას შეგახსენებს. ყველა შენი შესაწირავი მარილით შეაზავე.+
14 თუ იეჰოვას მარცვლეულ შესაწირავად პირველმოწეულ ნაყოფს მიუტან, მიუტანე ახლადშემოსული, მოხალული და დაღერღილი თავთავები. ეს არის პირველმოწეული ნაყოფის მარცვლეული შესაწირავი.+ 15 მოასხი მას ზეთი და ზედ გუნდრუკი მოაყარე. ეს არის მარცვლეული შესაწირავი. 16 დაწვას მღვდელმა ზეთმოსხმული და გუნდრუკმოყრილი ცოტაოდენი ღერღილი როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო,+ რომ აბოლდეს. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის“.