ამოსი
3 «ისმინეთ სიტყვა, რომელსაც იეჰოვა წარმოთქვამს თქვენზე, ისრაელებო, მთელ ერზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:
2 „მხოლოდ თქვენ გცანით დედამიწის ყველა ხალხს შორის,+
ამიტომ პასუხს მოგთხოვთ ყველა თქვენი დანაშაულის გამო.+
3 განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!
4 განა იბრდღვინებს ლომი ტყეში, თუ მსხვერპლი არ ეგულება?!
განა დაიღრიალებს ლომი თავისი ბუნაგიდან, თუკი არაფერი დაუჭერია?!
5 განა გაებმება ჩიტი მახეში, თუ მიწაზე კაკანათი არ აგია*?!
განა მოსწყდება ადგილიდან მახე, თუკი არაფერი დაუჭერია?!
6 თუ ქალაქში საყვირს ჩაჰბერეს, განა არ აკანკალდება ხალხი?!
თუკი ქალაქში უბედურება მოხდება, განა იეჰოვასგან არ იქნება ეს?!
7 უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს,
თავისი საიდუმლო რომ არ გაუცხადოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.+
8 ლომი ღრიალებს+ და ვის არ შეეშინდება?!
უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს და ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!+
9 გამოაცხადეთ აშდოდის გამაგრებული კოშკებიდან
და ეგვიპტის გამაგრებული კოშკებიდან,
10 მათ არ იციან იმის კეთება, რაც სწორია, — ამბობს იეჰოვა, —
მათ, ვინც ძალადობითა და ძარცვით მოპოვებულით ივსებენ გამაგრებულ კოშკებს“.
11 ამიტომ, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„მტერი შემოადგება შენს მიწას+
და გამოგაცლის ძალას;
გაიძარცვება შენი გამაგრებული კოშკები“.+
12 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„როგორც მწყემსი გამოჰგლეჯს ლომს ხახიდან
ცხვრის ორ ფეხს ან ყურის ნაგლეჯს,
ასევე გამოჰგლეჯენ მტრის ხელიდან ისრაელებს,
სამარიაში საუცხოო სარეცლებსა და დამასკურ ტახტებზე რომ სხედან.+
13 ისმინეთ და გააფრთხილეთ იაკობის შთამომავლები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.
14 იმ დღეს, როცა პასუხს მოვთხოვ ისრაელს მთელი მისი ურჩობის გამო,+
ბეთელის სამსხვერპლოებსაც მოვთხოვ პასუხს;+
მოიკვეთება სამსხვერპლოს რქები და მიწაზე დაიყრება.+
15 დავაქცევ ზამთრის სახლსა და საზაფხულო სახლს.
მოისპობა სპილოს ძვლის სახლები+