იერემია
39 იუდას მეფე ციდკიას მეფობის მე-9 წლის მე-10 თვეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით იერუსალიმს მოადგა და ალყა შემოარტყა.+
2 ციდკიას მეფობის მე-11 წელს, მე-4 თვის მე-9 დღეს, ბაბილონელებმა ქალაქის გალავანი შეანგრიეს.+ 3 შევიდნენ ქალაქში ბაბილონის მეფის მთავრები: სამგარი* ნერგალ-შარეცერი, რაბსარისი* ნებო-სარსექიმი, რაბმაგი* ნერგალ-შარეცერი და ბაბილონის მეფის ყველა სხვა მთავარი, და შუა კარიბჭესთან+ დასხდნენ.
4 მათ დანახვაზე იუდას მეფე ციდკია და მეომრები გაიქცნენ,+ ღამიანად გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, და არაბის გზას+ დაადგნენ. 5 დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი; ისინი ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე დაეწივნენ.+ შეიპყრეს ის და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე, მიჰგვარეს, სადაც მან განაჩენი გამოუტანა მას. 6 რიბლაში ბაბილონის მეფემ ციდკიას თვალწინ დაუხოცა ვაჟები; ბაბილონის მეფემ იუდას ყველა დიდებულიც დახოცა,+ 7 ციდკია კი დააბრმავა, მერე სპილენძის ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანა.+
8 გადაწვეს ქალდეველებმა მეფის სასახლე და საცხოვრებელი სახლები;+ დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი.+ 9 მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა+ ქალაქში დარჩენილები, ქალდეველების მხარეზე გადასულები და სხვა ყველა დანარჩენი ბაბილონში გადაასახლა.
10 თუმცა მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა ღატაკი და არაფრის მქონე ხალხიდან ზოგი იუდას მიწაზე დატოვა; მისცა იმ დღეს მათ ვენახები და მიწები დასამუშავებლად*.+
11 ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მცველთა უფროსს, ნებუზარადანს, იერემიას შესახებ უბრძანა: 12 „წაიყვანე და იზრუნე მასზე, ნურაფერს დაუშავებ; რასაც გთხოვს, შეუსრულე“.+
13 მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა, რაბსარისმა ნებუშაზბანმა, რაბმაგმა ნერგალ-შარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა გავლენიანმა პირმა გაგზავნეს ხალხი 14 და იერემია მცველთა ეზოდან+ მოაყვანინეს; ჩააბარეს ის გედალიას,+ შაფანის+ ძის, ახიკამის+ ძეს, რომ მას თავისთან წაეყვანა. ცხოვრობდა იქ იერემია ხალხთან ერთად.
15 ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას, როცა ის მცველთა ეზოში+ იყო დამწყვდეული: 16 «წადი ეთიოპ ებედ-მელექთან+ და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ; საკუთარი თვალით იხილავ, თუ როგორ შესრულდება ეს სიტყვები იმ დღეს.
17 გიხსნი იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — და არ ჩაუვარდები ხელში მათ, ვისიც გეშინია.
18 გადაგარჩენ, არ მოკვდები მახვილით. ნადავლად სიცოცხლე დაგრჩება,+ რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული“,+ — ამბობს იეჰოვა».