ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ საგალობელი.
4 ბრწყინვალებით ხარ მოსილი;
სანადირო მთებზე დიდებული ხარ.
სამუდამოდ დახუჭეს თვალი;
7 მხოლოდ შენ ხარ შიშის მომგვრელი.+
ვინ გაუძლებს შენს მრისხანებას?!+
8 ზეციდან გამოაცხადე განაჩენი;+
შეშინდა დედამიწა და დადუმდა,+
9 როცა აღდგა ღმერთი განაჩენის აღსასრულებლად,
თვინიერნი რომ ეხსნა მთელ დედამიწაზე.+ (სელა)
11 აღთქმები დაუდეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას, და შეუსრულეთ!+
ყველამ მის ირგვლივ შიშითა და კრძალვით მიართვას მას ძღვენი!+
12 ის დაამდაბლებს ამაყ მმართველებს;
შიშს ჰგვრის იგი დედამიწის მეფეებს.