მარკოზის სახარება
16 შაბათი+ რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა,+ იაკობის დედამ, მარიამმა, და სალომემ სურნელოვანი ნაზავი იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ.+ 2 კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზე რომ ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ;+ 3 ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სამარხის შესასვლელიდან ლოდს ვინ გადაგვიგორებსო. 4 მაგრამ, როცა გაიხედეს, დაინახეს, რომ უშველებელი ლოდი უკვე გადაგორებული იყო.+ 5 ისინი სამარხში შევიდნენ და დაინახეს, რომ მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი იჯდა, რომელსაც თეთრი გრძელი სამოსი ეცვა; ძალიან შეეშინდათ. 6 მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ.+ თქვენ იესო ნაზარეთელს ეძებთ, რომელიც ძელზე გააკრეს. ის აქ აღარ არის, აღდგა.+ აი აქ ესვენა.+ 7 ახლა წადით და მის მოწაფეებსა და პეტრეს უთხარით, რომ ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში+ და იქ ნახავენ მას, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის“.+ 8 გამოვიდნენ სამარხიდან და გაიქცნენ. კანკალმა აიტანა ისინი და მღელვარებამ მოიცვა. არავისთვის არაფერი უთქვამთ, რადგან ძალიან შეშინებულები იყვნენ*.+