ეკლესიასტე
5 დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ღვთის სახლში მიდიხარ;+ გიჯობს, მოსასმენად წახვიდე,+ ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელივით,+ რომელმაც არ იცის, რომ რასაც აკეთებს, ცუდია.
2 ენა წინ ნუ გაგისწრებს და ნურც დაუფიქრებლად ილაპარაკებ ღვთის წინაშე,+ რადგან ღმერთი ზეცაშია, შენ კი — დედამიწაზე; ამიტომ ცოტა ილაპარაკე.+ 3 ბევრ საფიქრალს სიზმრები მოჰყვება,+ მრავალსიტყვაობას კი — სისულელეების ფრქვევა.+ 4 როცა ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას,+ რადგან ღმერთი სულელ კაცს არ იწონებს.+ შეასრულე აღთქმული.+ 5 ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.+ 6 ბაგით ნუ შესცოდავ+ და ნუ იტყვი ანგელოზის წინაშე, შევცდიო.+ რატომ უნდა განარისხო ღმერთი შენი სიტყვით და მოასპობინო შენი ნაშრომი?!+ 7 როგორც ბევრი საფიქრალი უძღვის წინ სიზმრებს,+ ისე მრავალსიტყვაობა უძღვის წინ ამაოებას; გეშინოდეს ღვთისა.+
8 თუ ხედავ, რომ შენს სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და სამართლიანობასა და სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ, ნუ გაგაოცებს ეს,+ რადგან მაღლა მდგომს უფრო მაღლა მდგომი ადევნებს თვალყურს; არიან მათზე მაღლა მდგომნიც.
9 ყველა მათგანი მიწის მოსავლით საზრდოობს; მეფესაც კი მიწა ასაზრდოებს.+
10 ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით;+ ესეც ამაოებაა.+
11 რაც მეტია დოვლათი, მით მეტია მჭამელი;+ რა ხეირი მის მფლობელს, მხოლოდ მისი ყურება თუ შერჩება?!+
12 ბევრს ჭამს თუ ცოტას, მსახურს ტკბილად სძინავს, მდიდარს კი ქონების სიუხვე არ აძინებს.
13 უბედურება ვიხილე ცისქვეშეთში: კაცმა სიმდიდრე თავისივე საზიანოდ მოიხვეჭა; 14 ცუდად წაუვიდა საქმე, დაკარგა სიმდიდრე და, როცა ვაჟი შეეძინა, აღარაფერი გააჩნდა.+
15 დედის მუცლიდან შიშველი გამოვიდა და შიშველივე წავა;+ თან ვერაფერს წაიღებს თავისი გარჯის სანაცვლოდ.+
16 კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ კაცი როგორც მოდის, ისე მიდის. რა ხეირი აქვს კაცს, რომლის ნაშრომსაც ქარი წაიღებს?!+ 17 ყოველდღე სიბნელეში ჭამს და არ შორდება იმედგაცრუება, ავადმყოფობა და სიბრაზე.+
18 დავინახე, რა არის კარგი და მოსაწონი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში,+ რასაც ამ ცისქვეშეთში ეწევა იმ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ღმერთმა არგუნა; ეს არის მისი ჯილდო.+ 19 კაცმა, რომელსაც ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა+ და მისი მოხმარების უნარს აძლევს, უნდა შეირგოს ჯილდო და სიამე ნახოს თავის შრომაში; ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 20 აღარ გაახსენდება მას წარსული, რადგან ღმერთი გულს სიხარულით უვსებს.+