იობი
31 „პირობა მივეცი ჩემს თვალებს+
და როგორ შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!+
2 მაშ, რა წილი უნდა ერგუნებინა ჩემთვის მაღლიდან ღმერთს?!
ან რა მემკვიდრეობა უნდა მოეცა ზემოდან ყოვლისშემძლეს?!
5 ოდესმე თუ მივლია უსამართლოდ*?!
თუ ამიჩქარებია ფეხი მზაკვრობის ჩასადენად?!+
9 თუ უცდუნებია ქალს ჩემი გული+
ან თუ ჩავსაფრებივარ მოძმეს კართან,+
10 მაშინ სხვა კაცს დაუფქვას ჩემმა ცოლმა
და სხვა კაცები დაწვნენ მასთან.+
11 ეს ხომ სამარცხვინო საქციელი იქნებოდა,
დანაშაული, რომლის გამოც მოსამართლეთაგან
სასჯელს დავიმსახურებდი!+
12 ეს იქნებოდა გამანადგურებელი და შთამნთქმელი ცეცხლი,+
რომელიც მთელ ჩემს საბადებელს ძირფესვიანად მოსპობდა.
13 სამართალი რომ არ გამეჩინა ჩემი მონისთვის ან მხევლისთვის,
როცა მიჩიოდნენ,
14 რას ვიზამდი, როცა ღმერთი პასუხს მომთხოვდა?!
რას ვეტყოდი მას, როცა დამიპირისპირდებოდა?!+
15 ისინიც ხომ მისი შექმნილები არიან,
ვინც მე შემქმნა დედის მუცელში?!+
განა მან არ გამოგვსახა, ვიდრე დავიბადებოდით?!+
16 თუ ღარიბისთვის რამე დამეკავებინოს+
ან ქვრივის თვალები დამენაღვლიანებინოს,+
17 თუ მარტოს მეჭამოს საჭმელი
და ობლებისთვის არ გამეყოს+
18 (ჩემი სიჭაბუკიდანვე ჩემთან, როგორც მამასთან,
ისე იზრდებოდნენ ობლები,
და პატარაობიდანვე ვეხმარებოდი ქვრივებს),
20 თუ არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მატყლით
და არ დაველოცე,+
21 თუ მომეღერებინოს მუშტი ობლისთვის,+
როცა მას კარიბჭესთან ჩემი შველა სჭირდებოდა*,+
22 მაშინ ამომვარდეს მკლავი
და იდაყვში გადამიტყდეს.
23 მეშინოდა, რომ უბედურება არ დამტეხოდა ღვთისგან;
ვეღარ შევძლებდი მისი სიდიადის წინაშე დგომას.
25 თუ მოენიჭებინოს ჩემთვის სიხარული დიდძალ ქონებას,+
სიმდიდრეს, რომელიც დავაგროვე,+
26 თუ დამენახოს მზის სიკაშკაშე
ან დიდებულად მოძრავი მთვარე,+
27 თუ ცდუნებულიყოს ჩემი გული
და მათ თაყვანსაცემად ხელზე მეკოცნოს,+
28 ეს დანაშაული იქნებოდა, რომლის გამოც მოსამართლეთაგან სასჯელს დავიმსახურებდი,
რადგან ზეციერ ღმერთს უარვყოფდი.
30 არ მიმიცია ჩემი ბაგისთვის იმის ნება, რომ ცოდვა ჩაედინა,
დაეწყევლა მტერი და სასიკვდილოდ გაემეტებინა.+
34 თუ შევუშინებივარ უმრავლესობის აზრს
ან, თუ შევუძრწუნებივარ მოძმეთა სიძულვილს,
გავჩუმებულვარ და შიშით გარეთ აღარ გავსულვარ?!
ხელმოწერით დავადასტურებდი ჩემს ნათქვამს.
მიპასუხოს ყოვლისშემძლემ!+
ნეტავ შეადგენდეს საბუთს ჩემი ბრალმდებელი
და შიგ ჩაწერდეს, რაში მიმიძღვის ბრალი!
36 მხრით ვატარებდი ამ საბუთს
და თავზე გვირგვინივით დავიდგამდი.
37 ჩემი ყოველი ნაბიჯისთვის ანგარიშს ჩავაბარებდი
და მთავარივით თავდაჯერებული ვეახლებოდი.
38 თუ ჩემს მიწას ჩემ წინააღმდეგ დაეჩივლოს
და მიწის ხნულებს ეტიროთ,
39 თუ მუქთად მეჭამოს მისი ნაყოფი+
და სასოწარკვეთილი დამეტოვებინოს მისი მფლობელი,+
40 მაშინ ხორბლის ნაცვლად ეკალი აღმომიცენდეს,
და ქერის ნაცვლად — მყრალი სარეველა“.
ასე დაასრულა იობმა თავისი სიტყვა.