ეზრა
3 მე-7 თვეს,+ როცა ისრაელები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში ცხოვრობდნენ, ყველა ერთსულოვნად შეიკრიბა იერუსალიმში. 2 იეშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, სხვა მღვდლებთან ერთად და ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი,+ თავის ძმებთან ერთად საქმეს შეუდგნენ და ააშენეს ისრაელის ღვთის სამსხვერპლო დასაწვავი მსხვერპლის შესაწირავად, როგორც ეს ღვთის კაცის, მოსეს, კანონში+ იყო ჩაწერილი.
3 მათ უწინდელ ადგილზე დადგეს სამსხვერპლო, თუმცა გარშემო მცხოვრები ხალხების ეშინოდათ.+ დაიწყეს მასზე დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა იეჰოვასთვის და სწირავდნენ როგორც დილას, ისე საღამოს დასაწვავ მსხვერპლს.+ 4 კანონში ჩაწერილისამებრ აღნიშნეს მათ კარვობის დღესასწაული*+ და ყოველდღიურად იმდენი დასაწვავი მსხვერპლი შესწირეს, რამდენის შეწირვაც იმ დღეს მოითხოვებოდა.+ 5 ამის შემდეგ ისინი კვლავ სწირავდნენ ყოველდღიურ დასაწვავ მსხვერპლს,+ გარდა ამისა, ახალმთვარობებისა+ და იეჰოვას წმინდა დღესასწაულებისთვის დადგენილ შესაწირავს+ იმ შესაწირავთან ერთად, რომელიც ნებაყოფლობით მიჰქონდათ+ იეჰოვასთვის. 6 მე-7 თვის პირველი დღიდან+ დაიწყეს მათ იეჰოვასთვის დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, თუმცა იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.
7 მისცეს ფული ქვის მჭრელებსა+ და ხელოსნებს,+ ხოლო საჭმელ-სასმელი და ზეთი — სიდონელებსა და ტვიროსელებს, რომ ლიბანიდან იოპეში+ ზღვით ჩაეტანათ კედრის მორები სპარსეთის მეფე კიროსის ნებართვით.+
8 იერუსალიმში ჩასვლიდან, იქ, სადაც ღვთის ტაძარი იდგა, მე-2 წლის მე-2 თვეს საქმეს შეუდგნენ შეალთიელის ვაჟი ზერუბაბელი, იეჰოცადაკის ვაჟი იეშუა, მათი მოძმეები, მღვდლები და სხვა ლევიანები, გარდა ამისა, ყველა, ვინც ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმში;+ მათ იეჰოვას ტაძრის სამუშაოების მეთვალყურეობა დაავალეს ლევიანებს, 20 წლიდან ზევით. 9 ღვთის ტაძრის სამუშაოთა შემსრულებლებს მეთვალყურეობას უწევდნენ იუდას შთამომავლები: იეშუა თავის ვაჟებთან და ძმებთან ერთად და კადმიელი თავის ვაჟებთან ერთად, აგრეთვე ხენადადის შთამომავლები,+ მათი ვაჟები და მოძმეები, ლევიანები.
10 როდესაც მშენებლებმა იეჰოვას ტაძრის საძირკველი ჩაყარეს,+ სამღვდელო სამოსით შემოსილმა მღვდლებმა საყვირებით ხელში+ და ლევიანებმა, ასაფის შთამომავლებმა, წინწილებით ხელში ისრაელის მეფე დავითის დადგენილი წესისამებრ განადიდეს იეჰოვა.+ 11 ისინი მონაცვლეობით უგალობდნენ+ იეჰოვას და მადლობდნენ მას: „კარგია იგი, მარადიული და ურყევია მისი სიყვარული* ისრაელის მიმართ!“+ შემდეგ მთელმა ხალხმა ხმამაღლა განადიდა იეჰოვა, რადგან საძირკველი ჩაეყარა იეჰოვას ტაძარს. 12 ბევრი მღვდელი თუ სხვა ლევიანი და საგვარეულოთა თავკაცები — ის მოხუცებულები, რომელთაც ნანახი ჰქონდათ უწინდელი ტაძარი+ — მოთქვამდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; სხვები კი სიხარულით ყიჟინებდნენ.+ 13 ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა ყიჟინისა და ტირილის ხმას; შორს ისმოდა მათი ხმამაღალი ყიჟინი.