116 მიყვარს იეჰოვა,
რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას, როცა შველას ვთხოვ.+
2 ყურს მიგდებს+
და მეც მთელი სიცოცხლე მოვუხმობ მას.
3 სიკვდილის საბელებით შევიკარი,
სამარის მარწუხებში აღმოვჩნდი;+
გასაჭირმა და მწუხარებამ მშთანთქა,+
4 მაგრამ იეჰოვას სახელს მოვუხმე:+
„იეჰოვა, მიხსენი!“
5 იეჰოვა თანამგრძნობი და მართალია,+
მოწყალეა ჩვენი ღმერთი.+
6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+
ის მხსნელად მომევლინა დაბეჩავებულს.
7 დაშოშმინდი, სულო ჩემო,
რადგან სიკეთე გაგიკეთა იეჰოვამ.
8 შენ მიხსენი სიკვდილისგან,
თვალზე ცრემლი შემაშრე და დამიცავი წაბორძიკებისგან.+
9 იეჰოვას წინაშე ვივლი ამ ცისქვეშეთში.
10 ჩემი რწმენა მალაპარაკებდა,+
თუმცა მძიმე განსაცდელში ვიყავი.
11 შეძრწუნებულმა ვთქვი:
ცრუა-მეთქი ყოველი კაცი.+
12 რით გადავუხდი იეჰოვას
მთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?
13 ხსნის თასს ავიღებ
და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.
14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას
მთელი მისი ხალხის წინაშე.+
15 იეჰოვას ძალიან უმძიმს
თავის ერთგულთა სიკვდილი.+
16 გევედრები, იეჰოვა,
მე ხომ შენი მსახური ვარ,
შენი მსახური, შენი მხევლის ძე!
შენ შემხსენი საბელები.+
17 სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ.+
მოვუხმობ იეჰოვას სახელს.
18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+
მთელი მისი ხალხის წინაშე,+
19 იეჰოვას+ სახლის ეზოებში,
შენ შუაგულში, იერუსალიმო.
ადიდეთ იაჰი!+