იობი
6 იობმა მიუგო:
3 ზღვის ქვიშაზე მძიმეა ჩემი ტანჯვა,
ამიტომაც ვლაპარაკობ დაუფიქრებლად.+
4 ყოვლისშემძლის ისრებმა განმგმირა,
მათ შხამს სვამს ჩემი სული;+
საშინელება საშინელებაზე მატყდება ღვთისგან.
6 თუ იჭმება უგემური საჭმელი უმარილოდ?!
ან, თუ აქვს ტუხტის წვენს გემო?!
7 ასეთ რამეზე გული არ მიმდის,
გაფუჭებული საჭმელივითაა ჩემთვის.
8 ნეტავ ჩემი თხოვნა შესრულდებოდეს
და ღმერთი სურვილს ამისრულებდეს!
10 ეს მაინც მანუგეშებდა;
აუტანელი ტკივილის მიუხედავად სიხარულით ვიხტუნებდი,
რადგან არ უარმიყვია წმინდის სიტყვები.+
11 სადღა მაქვს ლოდინის ძალა?!+
განა ისეთი რა მელის, რომ ღირდეს სიცოცხლე?!
12 განა ქვასავით მაგარი ვარ?!
თუ სპილენძისა ვარ?!
13 რით ვუშველო ჩემს თავს?!
ყველაფერი წამერთვა.
16 გამუქებულია ყინულისგან
და მასში დნება და უჩინარდება თოვლი,
17 თავის დროზე შრება და ქრება,
დაცხება და აორთქლდება.
18 მიიკლაკნება,
უდაბნოში მიედინება და უჩინარდება.
20 შერცხვებათ, რადგან მისი იმედი ჰქონდათ.
მიდიან იქ და იმედგაცრუებულები რჩებიან.
22 განა მითხოვია თქვენთვის, მომეცით-მეთქი რამე,
ან თქვენი ქონებიდან რაიმე მაჩუქეთ-მეთქი,
23 ან დამიხსენით მტრის ხელიდან,
ან მჩაგვრელთაგან გამათავისუფლეთ-მეთქი?!
25 მართლის ნათქვამი გულს არ მატკენდა,+
მაგრამ თქვენი მხილება რაში მარგია?!+
28 მობრუნდით, შემომხედეთ!
განა ტყუილს გეტყვით?!
29 დაფიქრდით! გთხოვთ, ნუ განმსჯით.
დაფიქრდით, რადგან მართალი ვარ.
30 უსამართლოდ ვლაპარაკობ?!
გგონიათ, ვერ ვხვდები, რაც ხდება?!“