დაბადება
46 დაიძრა ისრაელი, წაიყვანა მთელი თავისი სახლეულობა და წაიღო მთელი ქონება. როდესაც ბეერ-შებაში+ ჩავიდნენ, მან მამამისის, ისაკის,+ ღმერთს მსხვერპლი შესწირა. 2 ღამით ხილვაში ღმერთი ელაპარაკა ისრაელს და უთხრა: „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 3 ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, მამაშენის ღმერთი.+ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ დიდ ერს წარმოვშობ შენგან.+ 4 შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან იქიდან.+ იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.+
5 წამოვიდა იაკობი ბეერ-შებიდან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა იაკობი და ცოლ-შვილი ფარაონის გაგზავნილი ურმებით მოჰყავდათ. 6 წაიყვანეს საქონელი, რომელიც ქანაანის მიწაზე გაუმრავლდათ, და წაიღეს იქ დაგროვილი ქონება. ჩავიდნენ იაკობი და მისი შთამომავლობა ეგვიპტეში. 7 ჩაიყვანა მან ეგვიპტეში თავისი ვაჟები, ქალიშვილები და შვილიშვილები, მთელი თავისი შთამომავლობა.
8 აი ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ:+ რეუბენი — იაკობის პირმშო.+
9 რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+
10 სიმონის+ ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული,+ ქანაანელი ქალის ვაჟი.
11 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+
12 იუდას+ ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი, შელა,+ ფერეცი+ და ზერახი;+ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ.+
ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.+
13 ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა, ფუვა, იობი და შიმრონი.+
14 ზებულონის+ ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.+
15 ესენი არიან ლეას ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადან-არამში გაუჩინა; იქ გაუჩინა დინაც,+ მისი ქალიშვილი. იაკობისა და ლეას შთამომავალთა რიცხვი 33-ს ითვლიდა.
16 გადის+ ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.+
17 აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი და ბერია; მათი და იყო სერა.
ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.+
18 ესენი არიან ზილფას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ ლეას. იაკობისა და ზილფას შთამომავალთა რიცხვი 16-ს ითვლიდა.
19 იაკობის ცოლის, რახელის, ვაჟები იყვნენ: იოსები+ და ბენიამინი.+
20 იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე+ და ეფრემი,+ რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას, ასულმა ასენათმა+ გაუჩინა.
21 ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა, ბექერი, აშბელი, გერა,+ ნაამანი, ეხი, როში, მუფიმი,+ ხუფიმი და არდი.+
22 ესენი არიან რახელისა და იაკობის შთამომავლები, სულ 14 სული.
23 დანის+ ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...*+
24 ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.+
25 ესენი არიან ბილჰას ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ რახელს. იაკობისა და ბილჰას შთამომავალთა რიცხვი 7-ს ითვლიდა.
26 იაკობის შთამომავალთა რიცხვი, რომლებიც ეგვიპტეში მასთან ერთად ჩავიდნენ, ვაჟების ცოლების გარდა, სულ 66 იყო.+ 27 იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ 70-ს ითვლიდა.+
28 გაგზავნა იაკობმა იოსებთან იუდა+ იმის საუწყებლად, რომ გოშენისკენ+ მიმავალ გზას ადგა. ჩავიდნენ ისინი გოშენში. 29 იოსებს ეტლი უკვე მომზადებული ჰქონდა და წავიდა გოშენში მამამისთან, ისრაელთან, შესახვედრად. შეხვდა თუ არა, გადაეხვია და ატირდა. 30 ისრაელმა იოსებს უთხრა: „რახან გნახე და ვიცი, რომ ცოცხალი ხარ, ახლა თუნდაც მოვკვდე“.
31 იოსებმა ძმებს და მამამისის სახლეულობას უთხრა: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს,+ რომ ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე ცხოვრობდნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.+ 32 ვეტყვი, მწყემსები არიან,+ მესაქონლეობას მისდევენ,+ თან ჩამოიყვანეს ცხვარ-ძროხა და მთელი ქონება წამოიღეს-მეთქი.+ 33 ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რას საქმიანობთო, 34 უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც, ბავშვობიდან მესაქონლეობას მივდევთ-თქო.+ იქნებ გოშენის მიწაზე დაგასახლოთ,+ ვინაიდან ეგვიპტელებს მეცხვარეები სძულთ“.+