ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი.
27 იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და მხსნელი,
ვისი უნდა მეშინოდეს?!+
იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი,+
ვინ შემაძრწუნებს?!
2 როცა ბოროტნი თავს დამესხნენ გასაგლეჯად,+
თავად წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი, ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი.
ბრძოლაც რომ გამიმართონ,
იმედიანად ვიქნები.
რათა შევყურებდე იეჰოვას მშვენიერებას
და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+
6 ზემოდან დავცქერი გარშემორტყმულ მტრებს;
მის კარავში მხიარული ყიჟინით მივიტან მსხვერპლს,
ვუგალობებ იეჰოვას.
8 გული შენს სიტყვებს მკარნახობს:
„ეძებეთ ჩემი წყალობა!“
შენი წყალობის მაძიებელი ვიქნები, იეჰოვა!+
რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.
შენ ხარ ჩემი შემწე,+
ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო!
13 რა მეშველებოდა, რომ არ მქონოდა იმის რწმენა,
იეჰოვაზე დაამყარე იმედი!