იერემია
2 იეჰოვას სიტყვა მეუწყა: 2 «წადი, ყურში ჩასძახე იერუსალიმს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:
„კარგად მახსოვს შენი ერთგულება*, როცა ახალგაზრდა იყავი,+
შენი სიყვარული, როცა დანიშნული იყავი;+
მახსოვს, როგორ დამყვებოდი უდაბნოში,
მიწაზე, სადაც არაფერი დათესილა.+
3 ისრაელი იეჰოვასთვის წმინდა იყო;+ ის იყო მისი პირველმოწეული ნაყოფი“.
ვინც მის შთანთქმას ცდილობდა, ეს დანაშაულად ეთვლებოდა
და უბედურება ატყდებოდა, — ამბობს იეჰოვა».+
4 ისმინეთ, რას ამბობს იეჰოვა, იაკობის შთამომავლებო
და ისრაელის საგვარეულოებო!
5 აი, რას ამბობს იეჰოვა:
«რა დავუშავე თქვენს წინაპრებს,+
ზურგი რომ მაქციეს,
უსარგებლო კერპებს რომ ეთაყვანებოდნენ+ და თავადაც უსარგებლონი გახდნენ?!+
6 არ უკითხავთ: „სად არის იეჰოვა,
რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტიდან+
და გვატარა უდაბნოში, უკაცრიელ ველებზე,+
ორმოებიან, უწყლო+ და უკუნი სიბნელით მოცულ მიწაზე,
სადაც კაციშვილს არ გაუვლია,
სადაც კაციშვილს არ უცხოვრია?“
მაგრამ იქ რომ მიხვედით, წაბილწეთ ჩემი მიწა,
სისაძაგლედ აქციეთ ჩემი საკუთრება.+
8 არ უკითხავთ მღვდლებს, სად არისო იეჰოვა.+
არ მიცნობდნენ ისინი, ვისაც კანონი უნდა ესწავლებინა;
მწყემსები მეურჩებოდნენ+ და
წინასწარმეტყველები ბაალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ,+
უსარგებლო კერპებს ეთაყვანებოდნენ.
10 წადით ქითიმის+ კუნძულებზე და ნახეთ.
გაგზავნეთ ხალხი კედარში+ და დაუკვირდით;
ნახეთ, თუ ხდება ამის მსგავსი რამ.
11 განა ცვლის რომელიმე ერი თავის ღმერთებს იმ ღმერთებში, რომლებიც ღმერთები არ არიან?!
ჩემი ხალხი კი ჩემს დიდებას უსარგებლო რამეში ცვლის.+
12 ცანო, განცვიფრებულებმა შეხედეთ ამას,
შიშისაგან აცახცახდით, — ამბობს იეჰოვა, —
13 რადგან ორ ბოროტებას სჩადის ჩემი ხალხი:
14 განა მოსამსახურეა ისრაელი ან ბატონის სახლში დაბადებული მონა?!
მაშ, რატომ ძარცვავენ მას?!
თავზარდამცემ ადგილად აქციეს მისი მიწა.
ცეცხლს მისცეს მისი ქალაქები; აღარავინ ცხოვრობს იქ.
16 ნოფელნიც*+ და თახფენესელნიც+ თხემს გიჭამენ.
19 შენივე ბოროტებამ უნდა გასწავლოს ჭკუა
და შენივე ორგულობამ განგსაჯოს.
იცოდე და შეიგნე, რა ცუდია და რა მწარე+
იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის, ზურგის ქცევა.
არ გქონია ჩემდამი შიში,+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
შენ კი მეუბნებოდი, არ გემსახურებიო.
21 მე დაგრგე როგორც საუკეთესო წითელი ვაზი,+ საღი თესლი.
როგორ გადაჯიშდი და როგორ იქეცი ველურ ვაზად?!+
22 ტუტეც* რომ გამოიყენო და ბევრი ნაცარტუტაც,
შენი დანაშაული მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
23 როგორ იტყვი, თავი არ გამიუწმინდურებია,
ბაალის თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარო?!
შეხედე შენს გზას ველზე,
დაფიქრდი, რა გააკეთე.
დედალი აქლემივით ხარ,
აქეთ-იქით სწრაფად რომ დარბის უმიზნოდ,
24 უდაბნოს გარეული ვირივით,
ვნებიანად რომ ქშინავს.
ვინ შეაკავებს მას, როცა ახურდება?!
არ დაიღლებიან მისი მძებნელნი;
როცა შეწყვილების დრო დაუდგება, მაშინ იპოვიან მას.
25 ფეხს ნუ გაიშიშვლებ
და ყელს ნუ გაიშრობ!
შენ კი ამბობ, მაინც ჩემსას ვიზამ,+
შემიყვარდა უცხოები*+ და მათ გავყვებიო.+
26 როგორც ქურდს რცხვენია, როცა წაასწრებენ,
ისე შერცხვნენ ისრაელის მკვიდრნიც;
რცხვენიათ მათ, მათ მეფეებს, მთავრებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს.+
27 ხეს ეუბნებიან, მამაჩემი ხარო+
და ქვას — შენ გამაჩინეო;
იმის მაგივრად, რომ მომენდონ, ზურგს მაქცევენ,+
მაგრამ უბედურება რომ დაატყდებათ, მეტყვიან,
ადექი, გვიშველეო!+
28 სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე?!+
აბა ადგნენ და გიშველონ, თუ შეუძლიათ უბედურების დროს შენი შველა!
რამდენი ქალაქიც გაქვს, ღმერთიც იმდენი გყავს, იუდავ.+
29 რატომ მედავებით?!
რატომ მეურჩებით?!+ — ამბობს იეჰოვა. —
30 დავკარი თქვენს ვაჟებს, მაგრამ ამაოდ;+
31 თაობავ, დაუფიქრდი იეჰოვას სიტყვას.
ნუთუ უდაბნოდ
ან წყვდიადით მოცულ მიწად ვიქეცი ისრაელისთვის?!
რატომ ამბობს ჩემი ხალხი, სადაც გვინდა, იქ ვივლით,
შენთან აღარ მოვალთო?!+
32 განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს
ან პატარძალი — თავის სარტყელს?!
ჩემმა ხალხმა კი დიდი ხანია, დამივიწყა.+
33 ქალო, რა ოსტატურად ცდილობ კაცის სიყვარულის მოპოვებას!
როგორ გაწაფულხარ ბოროტებაში!+
34 შენი კაბის კალთებზეც კი უდანაშაულო და ღარიბი ხალხის სისხლია,+
თუმცა ისინი შენს სახლში არ შემოჭრილან;
შენი კაბის კალთები მათ სისხლშია ამოსვრილი.+
35 შენ კი ამბობ, უდანაშაულო ვარ,
ამცდაო მისი რისხვა.
მე კი მსჯავრს გდებ,
რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო.
36 რატომ მერყეობ და რატომ ეკიდები ამას ზერელედ?!
ვერ გიშველიან ისინი».