მიქა
ჯოხს ურტყამენ სახეში+ ისრაელის მსაჯულს.
ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო,
მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში;+
მისი დასაბამი ძველი, უხსოვარი დროიდანაა.
3 მას მიტოვებული ეყოლება ისინი,
სანამ არ შობს ის, ვინც უნდა შობოს.
მისი დანარჩენი ძმები ისრაელებს დაუბრუნდებიან.
როცა ჩვენს მიწაზე ასურელი შემოიჭრება და გამაგრებულ კოშკებს გათელავს,+
მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს გამოვიყვანთ, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან.
ის გვიხსნის ასურელისგან,+
როცა შემოიჭრება ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.
7 იაკობის დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის იქნება,
როგორც ნამი იეჰოვასგან,
როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეთათვის,
კაცზე რომ არ არის დაიმედებული,
ადამიანებს რომ არ ელოდება.
8 იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებს შორის,
მრავალ ხალხს შორის იქნება,
როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის,
როგორც ლომი ცხვრის ფარაში,
ჩავლისას რომ ეცემა და გლეჯს,
მხსნელი კი არავინაა.
9 შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე აღიმართება
და მოისპობიან შენი მტრები“.
10 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —
დაგიხოცავ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს,
11 მიწასთან გავასწორებ შენი ქვეყნის ქალაქებს
და დავანგრევ შენს ციხესიმაგრეებს,
15 რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურს
დაუმორჩილებელ ერებზე“.