იობი
13 «ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი,
საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი და ვიცი.
2 რაც თქვენ იცით, მეც ვიცი.
რით ვარ თქვენზე ნაკლები?!
6 მოისმინეთ ჩემი მოსაზრება
და ყური დაუგდეთ ჩემს სათხოვარს.
7 უსამართლო ლაპარაკით ცდილობთ ღვთის დაცვას?!
მზაკვრული საუბრით ცდილობთ მის გამოსარჩლებას?!
8 ღვთის მხარდაჭერას ცდილობთ?!
ცდილობთ, გამოესარჩლოთ მას?!
11 განა არ მოგგვრიდათ შიშს მისი სიდიადე?!
განა არ შეგეშინდებოდათ მისი?!
12 თქვენი „ბრძნული“ გამონათქვამები უშინაარსო იგავებია,
თიხის ფარებივით მყიფეა.
13 ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო.
მერე, რაც გინდა, ის დამემართოს!
14 რატომ მიჭირავს სული კბილით
და რატომ ემუქრება ჩემს სიცოცხლეს საფრთხე?!
17 ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა
და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი.
18 აი, უკვე მოვამზადე საჩივარი;
ვიცი, რომ მართალი ვარ.
19 ვინ შემეკამათება?!
რომ გავჩუმებულიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი*.
20 ორი სათხოვარი შემისრულე, ღმერთო,
და აღარ დაგემალები.
22 ან შენ ილაპარაკე და მე გიპასუხებ,
ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.
23 რა დავაშავე?! რა შევცოდე?!
გამაგებინე, რაში გეურჩე, რა ცოდვა ჩავიდინე?!
25 მოფარფატე ფოთოლს აშინებ
და გამხმარ ნამჯას მისდევ?!
26 იწერ და იწერ ჩემ წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს
და ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებზე პასუხს მაგებინებ.
27 ფეხებს ხუნდებში მაყოფინებ,
ყველა ჩემს გზაზე მისაფრდები
და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამდევ.