გამოსვლა
11 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „კიდევ ერთ უბედურებას დავატეხ ფარაონსა და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ იგი.+ მაშინ ყველას გაგიშვებთ, გაგყრით აქედან.+ 2 უთხარი ყველას, კაცსაც და ქალსაც, რომ მეზობლებისგან ითხოვონ ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი“.+ 3 იეჰოვამ კეთილგანწყობა მოაპოვებინა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში. მოსეც პატივდებული კაცი იყო ეგვიპტის მიწაზე, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.
4 მოსემ ფარაონს უთხრა: «ასე ამბობს იეჰოვა: „შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში;+ 5 მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის მიწაზე,+ ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოც, ხელსაფქვავთან მომუშავე მოახლის პირმშოცა და საქონლის პირველმოგებულიც.+ 6 მთელი ეგვიპტის მიწაზე ისეთი მოთქმა იქნება, როგორიც არასოდეს ყოფილა და არც აღარასოდეს გამეორდება.+ 7 ისრაელებს კი ძაღლიც არ დაუყეფს, არც კაცს და არც საქონელს, რათა იცოდეთ, რომ იეჰოვას შეუძლია, გამიჯნოს ისრაელები ეგვიპტელებისგან“.+ 8 ჩემთან მოვლენ შენი მსახურები, დაემხობიან ჩემ წინაშე და მეტყვიან: „წადით შენც და მთელი ხალხიც, ვინც შენ მოგყვება“.+ ამის შემდეგ წავალ». განრისხებული წავიდა იგი ფარაონისგან.
9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „არ მოგისმენთ ფარაონი;+ ეს იმიტომ, რომ უფრო მეტი სასწაული მოხდეს ეგვიპტეში“.+ 10 მოსეს და აარონს უკვე მოხდენილი ჰქონდათ სასწაულები ფარაონის თვალწინ,+ მაგრამ იეჰოვამ გააჯიუტა ფარაონი*; ამიტომ არ გაუშვა მან ისრაელები თავისი ქვეყნიდან.+