იობი
34 ელიჰუმ განაგრძო:
2 «მომისმინეთ, ბრძენნო,
ყური დამიგდეთ, მცოდნენო,
4 მოდი განვსაჯოთ, რა არის სწორი
და განვსაზღვროთ, რა არის კარგი,
6 ვიცრუო და ვთქვა, რომ არ ვიმსახურებ გამართლებას?!
არ შუშდება ჩემი ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+
7 ვინაა იობის მსგავსი,
წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?!
10 გონიერნო, ყური დამიგდეთ:
13 ვინ ჩააბარა მას დედამიწა?!
ან ვინ დააყენა ის ქვეყნიერების გამგებლად?!
14 ვისაც ის დაუპირისპირდება,
ვისაც სულსა* და სუნთქვას წაართმევს,+
15 ყველა ერთიანად ამოწყდება,
ყველა მტვერს დაუბრუნდება.+
16 გონიერი კაცი ხარ და მომისმინე,
ყური დამიგდე.
17 განა იხელმწიფებს ის, ვისაც სამართალი სძულს?!
დასდებ ბრალს ძალაუფლების მქონეს, რომელიც მართალია?!
18 ეტყვი მეფეს, არაფრის მაქნისი ხარო?!
ან დიდებულს — ბოროტი ხარო?!+
19 ღმერთი მიკერძოებას არ იჩენს მთავრების მიმართ
და მდიდარს ღარიბზე მაღლა არ აყენებს,+
რადგან ყველა მისი შექმნილია;+
ძლიერებიც კი კვდებიან, ოღონდ ადამიანის ხელით არა,+
23 ამიტომ ღმერთს არცერთი ადამიანისთვის არ დაუნიშნავს დრო,
რომ მის წინაშე გასასამართლებლად წარდგეს.
27 ვინაიდან აღარ მიჰყვებიან მას,+
მის გზებს არაფრად აგდებენ.+
28 მათ ხელში საწყლები საშველად ღმერთს უხმობენ,
და ისიც ისმენს ჩაგრულთა ღაღადს.+
29 თუ ღმერთი დუმს, ვინ დაადანაშაულებს მას?!
თუ სახეს იფარავს, ვინ იხილავს მას?!
31 შენ ღმერთს ეუბნები:
დავისაჯე, თუმცა დანაშაული არ ჩამიდენიაო.+
32 დამანახე, რაც მე ვერ დავინახე;
და, თუ რამე ჩავიდინე, აღარ გავიმეორებო.
33 განა შენი სურვილისამებრ მოგექცევა,
როცა მის სამართალს უგულებელყოფ?!
ეს შენი არჩევანია და არა ჩემი.
თუ რამე იცი, აბა მითხარი.