იობი
2 „მმართველიც ის არის და შიშის მომგვრელი ძალაც მას აქვს,
ის ამყარებს მშვიდობას ზეცაში.
3 ვინ დათვლის მის ჯარს?!
ვის არ უნათებს მისი სინათლე?!
4 როგორ შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი იყოს?+
ანდა როგორ შეიძლება ქალის ნაშობი უდანაშაულო იყოს?!+
5 მის თვალში არც მთვარე კაშკაშებს
და არც ვარსკვლავებია სუფთა,
6 და რაღა იქნება მოკვდავი კაცი, რომელიც მატლია,
კაცის ძე, რომელიც ჭიაყელაა?!“