ნეემია
11 ხალხის მთავრები იერუსალიმში ცხოვრობდნენ,+ ხალხმა კი წილი ყარა,+ რომ ათიდან ერთი იერუსალიმში, წმინდა ქალაქში, დასახლებულიყო; დანარჩენი ცხრა სხვა ქალაქებში დარჩა. 2 ზოგმა ნებაყოფლობით არჩია იერუსალიმში ცხოვრება, და ხალხმაც დალოცა ისინი.
3 აი სამთავროთა მთავრები, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ (დანარჩენი ისრაელები, მღვდლები, ლევიანები, ტაძრის მსახურები*+ და სოლომონის მსახურთა შთამომავლები+ იუდას სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, თითოეული თავის ქალაქში, თავის სამკვიდროში.+
4 იუდასა და ბენიამინის ტომებიდან ზოგი იერუსალიმში ცხოვრობდა). იუდასტომელთაგან იყვნენ: ფერეცელთა+ შტოდან — ათაია, უზიას ვაჟი, ზაქარიას ვაჟი, ამარიას ვაჟი, შეფატიას ვაჟი, მაჰალალელის ვაჟი; 5 შელაელთა შტოდან — მაასეია, ბარუქის ვაჟი, ქოლხოზეს ვაჟი, ხაზაიას ვაჟი, ადაიას ვაჟი, იოიარიბის ვაჟი, ზაქარიას ვაჟი. 6 ფერეცის შთამომავალთაგან იერუსალიმში 468 მამაცი კაცი ცხოვრობდა.
7 ბენიამინელთაგან იყვნენ: სალუ,+ მეშულამის ვაჟი, იოედის ვაჟი, ფედაიას ვაჟი, კოლაიას ვაჟი, მაასეიას ვაჟი, ითიელის ვაჟი, იეშაიას ვაჟი; 8 აგრეთვე გაბაი და სალაი — სულ 928 კაცი. 9 მათი ზედამხედველი იყო ზიქრის ვაჟი იოელი, ქალაქის მეორე ზედამხედველი იყო ჰასენუას ვაჟი იუდა.
10 მღვდელთაგან იყვნენ: იოიარიბის ვაჟი იედაია, იაქინი,+ 11 სერაია, ხილკიას ვაჟი, მეშულამის ვაჟი, ცადოკის ვაჟი, მერაიოთის ვაჟი, ღვთის ტაძრის წინამძღოლის, ახიტუბის,+ ვაჟი, 12 და მათი მოძმეები, ტაძარში მომსახურენი — სულ 822 კაცი; ადაია, იეროხამის ვაჟი, ფელალიას ვაჟი, ამცის ვაჟი, ზაქარიას ვაჟი, ფაშხურის+ ვაჟი, მალქიას ვაჟი, 13 და მისი მოძმეები, შტოთა თავკაცები — სულ 242 კაცი; ამაშსაი, აზარელის ვაჟი, ახზაის ვაჟი, მეშილემოთის ვაჟი, იმერის ვაჟი, 14 და მათი მოძმეები — 128 მამაცი ვაჟკაცი. მათი ზედამხედველი იყო ზაბდიელი, დიდგვაროვანთა ოჯახიდან.
15 ლევიანთაგან იყვნენ: შემაია,+ ხაშუბის ვაჟი, აზრიკამის ვაჟი, ხაშაბიას ვაჟი, ბუნის ვაჟი, 16 და შაბეთაი+ და იოზაბადი+ ლევიანთა თავკაცებიდან, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ ღვთის ტაძრის გარე სამუშაოებს; 17 აგრეთვე მათანია,+ მიქას ვაჟი, ზაბდის ვაჟი, ასაფის ვაჟი,+ მგალობელთა ზედამხედველი, რომელიც ლოცვისას+ გალობას უძღვებოდა, და ბაკბუკია, მისი მოძმე და დამხმარე, და აბდა, შამუას ვაჟი, გალალის ვაჟი, იედუთუნის+ ვაჟი. 18 წმინდა ქალაქში სულ 284 ლევიანი იყო.
19 კარიბჭის მცველები იყვნენ: აკუბი, თალმონი+ და მათი მოძმეები, რომლებიც იცავდნენ კარიბჭეებს — 172 კაცი.
20 დანარჩენი ისრაელები, ლევიანები და მღვდლები იუდას სხვა ქალაქებში, თავ-თავიანთ სამკვიდროებში, ცხოვრობდნენ. 21 ტაძრის მსახურები+ ოფელში+ ცხოვრობდნენ; მათ ციხა და გიშფა ზედამხედველობდნენ.
22 იერუსალიმში ლევიანების ზედამხედველი იყო უზი, ბანის ვაჟი, ხაშაბიას ვაჟი, მათანიას+ ვაჟი, მიქას ვაჟი, ასაფის შთამომავალთაგან, მგალობელთაგან. ის ღვთის ტაძრის სამუშაოებს ზედამხედველობდა. 23 სამეფო ბრძანებულებით+ მგალობლებს ყოველდღიური საჭიროების მიხედვით მუდმივად ეძლეოდათ სარჩო. 24 ფეთახია, მეშეზაბელის ვაჟი, იუდას ვაჟის, ზერახის, შთამომავალთაგან, მეფის მრჩეველი იყო ყველა საერო საქმეში.
25 ზოგი იუდასტომელი ცხოვრობდა დასახლებებში, რომლებსაც გარს მინდვრები ეკრა; ისინი ცხოვრობდნენ კირიათ-არბასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, დიბონსა და მის მიმდებარე ქალაქებში, იეკაბცეელსა+ და მის დასახლებებში, 26 იეშუაში, მოლადაში,+ ბეთ-ფალეტში,+ 27 ხაცარ-შუალში,+ ბეერ-შებასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 28 ციკლაგში,+ მექონასა და მის მიმდებარე ქალაქებში, 29 ენ-რიმონში,+ ცორაში,+ იარმუთში, 30 ზანოახში,+ ადულამსა და მათ დასახლებებში, ლაქიშსა+ და მის მიდამოებში, აზეკასა+ და მის მიმდებარე ქალაქებში. ისინი ბეერ-შებიდან ჰინომის ველამდე+ დასახლდნენ.
31 ბენიამინელები ცხოვრობდნენ გებაში,+ მიქმაშში, აიაში, ბეთელსა+ და მის მიმდებარე ქალაქებში, 32 ანათოთში,+ ნობში,+ ანანიაში, 33 ხაცორში, რამაში,+ გითაიმში, 34 ხადიდში, ცებოიმში, ნებალატში, 35 ლოდსა და ონოში,+ ხელოსანთა ველზე. 36 იუდაში მცხოვრები ლევიანთა ზოგი ჯგუფი ბენიამინის მიწაზე დასახლდა.