ანგია
1 დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-6 თვის პირველ დღეს, ანგია*+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას სიტყვა ეუწყა იუდას გამგებელ ზერუბაბელს,+ შეალთიელის ვაჟს, და მღვდელმთავარ იეჰოშუას, იეჰოცადაკის ვაჟს:
2 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას ტაძრის შენების დრო“».+
3 კვლავ ეუწყა იეჰოვას სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას:+ 4 «აბა იმის დროა, რომ თქვენ ხით მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს ტაძარი კი დანგრეული იყოს?!+ 5 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს! 6 ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით;+ ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ კმაყოფილდებით; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. მოჯამაგირე თავის ჯამაგირს გახვრეტილ ქისაში დებს“».
7 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს!
8 წადით მთაში, ჩამოიტანეთ ხე-ტყე+ და ააშენეთ ჩემი მოსაწონი ტაძარი+ ჩემ განსადიდებლად,+ — ამბობს იეჰოვა. —
9 ბევრს ელოდით, მაგრამ ცოტა მიიღეთ; კი დააბინავეთ, მაგრამ მე გაგინიავეთ.+ რატომ? — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — იმიტომ რომ დანგრეულია ჩემი ტაძარი, თქვენ კი თქვენს სახლებს დაჰფოფინებთ.+ 10 ამიტომაც დაგიკავათ ცამ ნამი და მიწამ — მოსავალი. 11 გვალვას ვუვლენდი მიწას, მთებს, მარცვლეულს, ახალ ღვინოს, ზეთს, მიწის მოსავალს, კაცსა და პირუტყვს, მთელ თქვენს ნაშრომს“».
12 ზერუბაბელმა,+ შეალთიელის+ ვაჟმა, მღვდელმთავარმა იეჰოშუამ, იეჰოცადაკის+ ვაჟმა, და მთელმა ხალხმა მოუსმინეს თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, და ანგია წინასწარმეტყველს, რადგან იეჰოვას, მათი ღვთის, გამოგზავნილი იყო იგი; ხალხს იეჰოვასადმი კრძალვა გაუჩნდა.
13 შემდეგ ანგიამ, იეჰოვას მაცნემ, ხალხს იეჰოვას დავალებით მისი ცნობა გადასცა: „თქვენთანა ვარ!+ — ამბობს იეჰოვა“.
14 აღძრა იეჰოვამ+ იუდას გამგებელი ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი, მღვდელმთავარი იეჰოშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, და მთელი ხალხი, რომ წამოეწყოთ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თავიანთი ღვთის, ტაძრის მშენებლობა.+ 15 ეს მოხდა დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-6 თვის 24-ე დღეს.+