ფსალმუნები
ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲝᲠᲔ
(ფსალმუნები 42—72)
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების მასქილი*.+
42 როგორც ირემი ელტვის წყლის ნაკადებს,
მეც ისე გელტვი, ღმერთო.
2 ღმერთს, ცოცხალ ღმერთს, ვესწრაფვი.+
როდის მივალ და წარვდგები ღვთის წინაშე?!+
4 გულს გიღვრი, არ მავიწყდება,
როგორ დავდიოდი ხალხის კრებულში;
ღვთის სახლისკენ მივუძღოდი მათ,
მოზეიმე ხალხის მხიარული ყიჟინა
და სამადლობელი შეძახილები ისმოდა ირგვლივ.+
5 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,+
და რატომ შფოთავ?
6 ჩემო ღმერთო, სასოწარკვეთილი ვარ.+
7 ღრმა წყალი ღრმა წყალს გასძახის
შენი ჩანჩქერების ხმაზე.
შენმა ზვირთებმა წამლეკა.+
8 დღისით თავის სიკეთეს* მიწყალობებს იეჰოვა,
ღამით კი ვიმღერებ მასზე, ლოცვას აღვუვლენ ღმერთს, ჩემთვის სიცოცხლის მბოძებელს.+
9 ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:
„რატომ დამივიწყე?+
რატომ უნდა დავდიოდე დამწუხრებული, მტრებისგან ჩაგრული?“+
10 ჩემი მოძულენი და სიკვდილის მსურველნი*, ჩემი მტრები, სასაცილოდ მიგდებენ;
მთელი დღე დამცინიან: სად არისო შენი ღმერთი?+
11 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,
და რატომ შფოთავ?