ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. მიქთამი*. დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა საულისგან გაქცეული გამოქვაბულს აფარებდა თავს.+
57 წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,
რადგან შენ გაფარებ თავს,+
შენი ფრთების ჩრდილს ვარ შეფარებული, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+
2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს,
რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს ჩემს მტრებს.
3 შველას მომივლენს ზეციდან და მიხსნის.+
ჩაუშლის განზრახვას მას, ვინც ჩემს შთანთქმას ლამობს. (სელა)
ერთგულია ღმერთი და ურყევია მისი სიყვარული*.+
ჩემი შთანთქმის მსურველთა შორის ვწევარ;
მათი კბილები შუბებივით და ისრებივითაა,
ენა კი — ბასრი მახვილივით.+
ორმო გამითხარეს დასაჭერად,
მაგრამ თავად ჩაცვივდნენ შიგ.+ (სელა)
საკრავს ავაჟღერებ და გიგალობებ.
8 გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!
გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!
გამოვაღვიძებ განთიადს.+
11 ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!
განდიდდი მთელ დედამიწაზე!+