ფსალმუნები
გუნდის ხელმძღვანელს: „ნუ დაღუპავ“. ასაფის+ საგალობელი.
2 შენ ამბობ: „ვადგენ გასამართლების დროს
და ვასამართლებ სამართლიანად.
3 როცა ძრწოლამ აიტანა დედამიწა და მისი მკვიდრნი,
მე ვამაგრებდი მის სვეტებს“. (სელა)
4 მკვეხარებს ვეუბნები: „ნუ იკვეხნით“,
ბოროტებს ვეუბნები: „ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით*.
5 ნუ ტრაბახობთ თქვენი ძალით,
ნუ ლაპარაკობთ ამპარტავნულად;
6 კაცის დიდება არც აღმოსავლეთიდანაა,
არც დასავლეთიდან და არც სამხრეთიდან,
ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+
როცა გადმოღვრის, დედამიწაზე ყოველი ბოროტი
ბოლო წვეთამდე შესვამს მას“.+
9 მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად,
ვუგალობებ იაკობის ღმერთს,
10 რადგან ის ამბობს: „წავართმევ ძალას ბოროტს,
მართალს კი შევმატებ“.