იერემია
45 იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მე-4 წელს იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქს,+ ნერიას ძეს, როცა იგი წიგნში იერემიას ნაკარნახევს+ წერდა, უთხრა:
2 «ბარუქ, აი, რას ამბობს შენზე ისრაელის ღმერთი იეჰოვა: 3 „შენ ამბობ, ვაიმე, იეჰოვამ ტკივილზე ტკივილი დამიმატაო! ოხვრამ დამქანცა და ადგილს ვეღარ ვპოულობო“.
4 „უთხარი მას, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: რასაც ვაშენებ, თავადვე ვანგრევ და რასაც ვრგავ, თავადვე ვძირკვავ, მთელ მიწაზე.+ 5 დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი!
უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს,+ — ამბობს იეჰოვა, — შენ კი, სადაც არ უნდა წახვიდე, სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად“».+