აღსავალი სიმღერა.
123 შენკენ აღვაპყრობ თვალებს,+
ზეციურ ტახტზე მჯდომო.
2 როგორც მსახურები შეჰყურებენ თავიანთ ბატონს
და როგორც მოახლე — თავის ქალბატონს,
ჩვენც ისე შევყურებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+
სანამ წყალობის თვალით არ გადმოგვხედავს.+
3 წყალობა გვიყავი, იეჰოვა, წყალობა გვიყავი,
რადგან უკვე საკმარისად ვიწვნიეთ სიძულვილი!+
4 საკმარისად ვიწვნიეთ თავდაჯერებულთა დაცინვა
და ამპარტავანთა სიძულვილი.